ორიგინალი
სპორტი, საბანკო და კრიპტოსექტორი, „ჩრდილოვანი ფლოტი“ - ევროკავშირის სანქციების 22-ე პაკეტი რუსეთს
ევრონიუსი საქართველო·15:24

სპორტი, საბანკო და კრიპტოსექტორი, „ჩრდილოვანი ფლოტი“ - ევროკავშირის სანქციების 22-ე პაკეტი რუსეთს

24 ნოემბერი, 2026 · 15:24

ვიდრე მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ევროპელების ჩართვას ან ეწინააღმდეგება ან მხოლოდ საკუთარი პირობებით თანხმდება, არ წყვეტს იერიშებს უკრაინის ქალაქებზე და ასევე მხილებულია ევროკავშირისა თუ NATO-ს წევრ რამდენიმე ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში, ბრიუსელი მის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს. მართალია, კრემლი აცხადებს, რომ სანქციები მისთვის „განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს“, თუმცა თავად ვლადიმერ პუტინსაც რამდენჯერმე საჯაროდ მოუწია რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლის აღიარება. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ის არ აპირებს ბრძანების გაცემას საომარი მოქმედებების შესაჩერებლად და გეგმავს ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ დასახული მიზნების მიღწევამდე ომის დაფინანსებას, თუმცა მაინც მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისთვის. კრემლის პოლიტიკას ევროგაერთიანება სანქციებით პასუხობს, რომლებიც ამჯერად მიმართული იქნება დამატებით 60-მდე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გამოთიშვისკენ, ასევე კრიპტოსექტორის, მოსკოვის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, სამხედროებისა და სპორტსმენების წინააღმდეგაც. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბრიუსელი განაგრძობს ახალი სანქციების წარდგენას, ვიდრე რუსეთი არ გამოავლენს ნამდვილ მზაობას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. **„60-ვე ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გაითიშება, ხოლო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საგადახდო ქსელებზე კონტროლს გავამკაცრებთ. ჩვენი ყურადღება გამახვილდება არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ იმ მესამე ქვეყნებზეც, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.** **ეს ჩვენი ახალი სანქციების პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც გვსურს. სწორედ ამიტომ, ამ სამუშაოს მხარდასაჭერად კრიპტოსანქციების სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შევქმენით.** **მეორე საკითხი - რუსეთის ენერგეტიკული სექტორი.** **ვაფართოებთ ენერგეტიკული მომსახურების აკრძალვას, რათა არცერთ ევროპულ კომპანიას აღარ შეეძლოს რუსეთისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, მშენებლობაში, ექსპლუატაციასა თუ შეკეთებაში დახმარების გაწევა. აღსანიშნავია, რომ პირველად ეს აკრძალვა ელექტროენერგეტიკულ მომსახურებასაც მოიცავს.** **რაც შეეხება რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ - სანქციების სიაში დამატებით 70-ზე მეტ გემს შევიყვანთ. ასევე, გთავაზობთ ყველა იმ ტანკერის აკრძალვას, რომლებიც, მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთთან არიან დაკავშირებული.** **მესამე საკითხი - სავიზო აკრძალვა რუსეთის ყოფილი მებრძოლებისთვის.** **ბოლო პერიოდში ევროპაში რუსეთის ოპერატიულ თანამშრომლებთან დაკავშირებული არატრადიციული ხასიათის დესტრუქციული აქტივობები გააქტიურდა. აღნიშნული აკრძალვა ჩვენი საპასუხო ზომების ნაწილია.** **ყოფილმა რუსმა მებრძოლებმა, შესაძლოა, ევროპისთვის უსაფრთხოების რისკი შექმნან. დაუშვებელია, მათ ჩვენს ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. შესაბამისად, მათთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აიკრძალება.** **მეოთხე საკითხი: ავკრძალავთ ევროპელებისთვის რუსეთის კომპანიების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას. რუსეთთან ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩვეულ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება დაუშვებელია.** **სპორტული ღონისძიებები პროპაგანდისტული საქმიანობის პლატფორმად არ უნდა იქცეს.** **დღეიდან ევროკავშირში გამართული ნებისმიერი სპორტული ღონისძიების ფარგლებში დავაწესებთ აკრძალვას, რომელიც რუსეთის ნაკრებებსა და სპორტსმენებს რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობას შეუზღუდავს.** **ასევე, ვთავაზობთ რუსეთის ოფიციალური სიმბოლოების საჯაროდ გამოფენის აკრძალვას. გარდა ამისა, შევზღუდავთ რუსი სპონსორებისგან ევროპაში დაფუძნებული სპორტული და კულტურული ორგანიზაციებისკენ ფინანსურ ნაკადებს და დავაწესებთ შეზღუდვებს იმ რუსი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროპაში დაფუძნებული სპორტული ფედერაციების მმართველ ორგანოებში თანამდებობები უკავიათ.** **ჩვენი პოზიცია მკაფიოა - უკრაინას ვაძლევთ ძალას, რათა მან მშვიდობის დამყარება შეძლოს, ხოლო რუსეთს ვუტოვებთ ყველა მიზეზს, რომ მშვიდობა აირჩიოს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.** საგულისხმოა, რომ ამ სიიდან უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება მიმდინარე წლის ივლისში სადავო გახდა, რადგან საფრანგეთი და იტალია შიშობდნენ, რომ ეს ზომა დამატებით ადმინისტრაციულ პრობლემებს შექმნიდა და პასუხისმგებლობას დააკისრებდა საკონსულო სამსახურებს. თუმცაღა, ევროპულ სახელმწიფოებში მომხდარმა ბოლოდროინდელმა ჰიბრიდულმა თავდასხმებმა, რომელთა უმრავლესობაშიც რუსული სპეცსამსახურები არიან მხილებული, ამ თემას ახალი იმპულსი შესძინა. განგრძობადი აგრესიის ფარგლებში, ევროპისთვის შეუძლებელი ხდება სპორტისა და კულტურის პოლიტიკისგან გამიჯვნა. მიმდინარე წლის ივლისში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლოს-ანჯელესის 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადის წინ შეაჩერა რუსი სპორტსმენებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რამაც ევროპულ კონტინენტზე შეშფოთება გამოიწვია იმ მიზეზით, რომ რუსეთის წარმომადგენლები სპორტულ შეჯიბრებებს კრემლის პროპაგანდისტულ პლატფორმად იყენებენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: euronewsgeorgia.com
  1. მთავარი
  2. ევრონიუსი საქართველო
  3. სპორტი, საბანკო და კრიპტოსექტორი, „ჩრდილოვანი ფლოტი“ - ევროკავშირის სანქციების 22-ე პაკეტი რუსეთს

თემა: რუსეთის

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 236 სტატია.

  • ფორმულა·20:50
    რუსეთში დრონებით სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს
  • იმედი·19:48
    „ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს
  • BM.GE·18:39
    ლავროვმა ბოჭორიშვილის მოწოდებას რუსეთთან დიალოგის შიშის დაძლევაზე „პრაგმატული“ უწოდა
  • რუსთავი 2·18:26
    სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია
რუსეთისევროკავშირისსანქციების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ევრონიუსი საქართველო·12:59

ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს

ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს
ევრონიუსი საქართველო·12:22

კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს

კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს
ევრონიუსი საქართველო·12:19

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია
ევრონიუსი საქართველო·12:16

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.