მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა

პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე შაბათის ფორმულას ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა.

ის გამოკითხვაზე ხვალ, 9 ივლისს, 11:00 საათზეა დაბარებული.

მანამდე, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტი და სიუჟეტის ავტორი ნატუკა ლომაძე, ასევე ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი.

პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია ფორმულას მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყეს.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებას საფუძვლად დაედო გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ უკვე გამოიკითხა გოგა ხაინდრავა და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

განცხადება სრულად:

"2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

შაბათის ფორმულას წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, "2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისთტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა".

სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ სასამართლოს მიმართა და ამჟამად, მას ფორმულასთან სამოქალაქო დავა აქვს. ის დავობს, რომ ტელეკომპანია მასზე ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. გოგა ხაინდრავა პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილმა გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს - „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტოიმედი
  • "ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედატვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია

რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია

ფორმულა

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა, სავარაუდოდ, რუსეთის ორენბურგში Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი დააზიანეს

უკრაინულმა დრონებმა, სავარაუდოდ, რუსეთის ორენბურგში Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი დააზიანეს

ფორმულა