მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს

ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

ევროპის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი წერილს აქვეყნებს, სადაც მიმართავს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას და მოითხოვს განმარტებას, თუ რატომ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტის წინააღმდეგ და რატომ მიესაჯა მას პატიმრობა.

თავის წერილში კომისარი ეყრდნობა აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ადრინდელ მიმართვას და ითხოვს ყველა იმ უფლებადამცველის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან თავიანთი კანონიერი საქმიანობის ან განსხვავებული/კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის გამო, აგრეთვე მათ მიმართ ყველა დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი ბრალდების მოხსნას.

9 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა თამთა მიქელაძემ დაწერა, რომ აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა. მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტი იმავე საქმეზე დააკავეს, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მისი ექსტრადიციას ითხოვდა.

მანამდე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლმა, 8 ივნისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვი სახლიდან ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

ცნობისთვის, 5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს.

აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილმა გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს - „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტოიმედი
  • "ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედატვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია

რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია

ფორმულა

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა, სავარაუდოდ, რუსეთის ორენბურგში Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი დააზიანეს

უკრაინულმა დრონებმა, სავარაუდოდ, რუსეთის ორენბურგში Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი დააზიანეს

ფორმულა