მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთის ვიცე-პრემიერი: უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის ბაზარზე პრობლემებია, არსებობს დეფიციტი
რუსეთის ვიცე-პრემიერი: უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის ბაზარზე პრობლემებია, არსებობს დეფიციტი

რუსეთის ვიცე-პრემიერი: უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის ბაზარზე პრობლემებია, არსებობს დეფიციტი

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი აღიარებს, რომ რუსეთში, საწვავის მხრივ პრობლემებია. ამის შესახებ ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ბაზარი საწვავის დეფიციტს განიცდის, რადგან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უკრაინული დრონების თავდასხმების გამო რემონტი უწევთ.

"უნდა ვაღიაროთ, რომ [საწვავის ბაზარზე] პრობლემებია და არსებობს დეფიციტი, რის გამოც რიგებს ვხედავთ. ზოგჯერ კი ავტოგასამართი სადგურები არასტაბილურად მუშაობენ. დეფიციტი გასაგები მიზეზებით წარმოიშვა - ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნაწილობრივ მწყობრიდან გამოდის და სარემონტო სამუშაოებზე გადადის მათზე უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების გამო", - თქვა ვიცეპრემიერმა.

მანამდე ნოვაკმა ТАСС-ს განუცხადა, რომ რუსეთში შიდა ბაზრის უზრუნველსაყოფად საწვავის საკმარისი მარაგებია შექმნილი, თუმცა დიდმა მოთხოვნამ საწვავის მოხმარება დაახლოებით 20–30%-ით გაზარდა. მისი თქმით, ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით ლოგისტიკური სისტემის გადაწყობას გარკვეული დრო დასჭირდება.

Reuters წერს, რომ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და საწყობებზე უკრაინის დრონებით თავდასხმების შედეგად გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, მოსკოვმა საწვავის შესყიდვაზე შეზღუდვები დააწესა, რამაც საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, 16-დან 22 ივნისამდე რუსეთში ბენზინი 3%-ით, ხოლო დიზელის საწვავი 2.7%-ით გაძვირდა.

წყაროების განცხადებით, რუსი ფერმერები შიშობენ, რომ, შესაძლოა, წელს მოსავლის აღება ვერ შეძლონ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღოBM.GE
  • გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ფორმულა

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ფორმულა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ფორმულა