მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთში არასრულწლოვანს სამხედრო კონტრაქტზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს
რუსეთში არასრულწლოვანს სამხედრო კონტრაქტზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს

რუსეთში არასრულწლოვანს სამხედრო კონტრაქტზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს

ფორმულა|formulanews.ge

რუსული გამოცემა "მედუზას" ცნობით, რუსეთის ფსკოვის ოლქში 18 წლის ახალგაზრდა აცხადებს, რომ მას არასრულწლოვნობის პერიოდში სამხედრო კონტრაქტზე ხელის მოწერა მოტყუებით აიძულეს.

ანტონ ფილიმონოვმა თქვა, რომ კოლეჯში მოტყუებით დაარწმუნეს, ხელი მოეწერა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე.

გამოცემის ცნობით, ფილიმონოვი ობოლია, დედა ერთი წლის წინ გარდაეცვალა, მამას არ იცნობს, ხოლო მისი ერთადერთი ახლო ნათესავი ბებიაა.

"ექვსი თვის წინ ფილიმონოვმა გადაწყვიტა, ფსკოვის აგროტექნიკური კოლეჯი დაეტოვებინა. როდესაც ის და მისი ბებია კოლეჯში მივიდნენ ადმინისტრაციისთვის ამ გადაწყვეტილების შესატყობინებლად, შენიღბულმა მამაკაცმა, რომელმაც თავი ალექსანდრად წარადგინა, სტუდენტი ცალკე ოთახში გაიყვანა და დოკუმენტებზე ხელის მოწერას სთხოვდა, უსაფრთხო სამსახურის პირობებს ჰპირდებოდა. ფილიმონოვმა საბუთებს ხელი მოაწერა, თუმცა მათი ასლები ან ფოტოები არ შეუნახავს.

7 ივლისს - ფილიმონოვის 18 წლის დაბადების დღეს - ადგილობრივი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლებმა ის სამედიცინო შემოწმებაზე წაიყვანეს, სადაც მან კვლავ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ "უკან დასახევი გზა აღარ იყო".

საბოლოოდ, ის სახლში გაუშვეს გაწვევის უწყებით, რომლის მიხედვითაც 11 ივლისის დილას უნდა გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვის სამსახურში, რათა სამხედრო სამსახური დაიწყოს", - წერს გამოცემა.

სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მოძრაობის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, არტიომ კლიგამ გამოცემას განუცხადა, რომ იცის სულ მცირე კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდას 18 წლის შესრულებამდე კონტრაქტზე მოაწერინეს ხელი.

"ისინი ჩაწერენ ნებისმიერ თარიღს, რომელიც სურთ, ხელმოსაწერად გადასცემენ უთარიღო კონტრაქტს და გამოსცემენ ბრძანებას, რომ კონტრაქტი ძალაში შევიდეს მაშინ, როდესაც პირი 18 წლის გახდება. ფორმალურად კი ყველაფერი კანონიერად გამოიყურება", - განაცხადა უფლებადამცველმა.

რუსეთის უნივერსიტეტებიდან და კოლეჯებიდან სტუდენტების უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვა 2025 წლის ბოლოს დაიწყო. მათ ჰპირდებოდნენ სამსახურს დრონების დანაყოფებში, მაღალ ანაზღაურებასა და ერთწლიან კონტრაქტს, თუმცა რეალურად ასეთი კონტრაქტები ვადით შეზღუდული არ არის.

გამოცემა Faridaily იუწყებოდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უნივერსიტეტებს კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურეების აყვანის კვოტა დაუწესა - სტუდენტების საერთო რაოდენობის 2%.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ პარლამენტის წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, შემდეგ, მათი პატრონების დავალებით, მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცისიმედი
  • როგორ შეუწყო ხელი საქართველოს ბანკმა ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას AWS-ის დახმარებითBM.GE
  • ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს - ყოფილ პრემიერს ხელი ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადოტვ პირველი
  • სოხუმი: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთნეტგაზეთი
ხელი →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი: აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში

ღარიბაშვილი: აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში

ფორმულა

ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო

ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათ

ფორმულა

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ფორმულა