მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინაზე მასირებული დარტყმების გამო EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა
უკრაინაზე მასირებული დარტყმების გამო EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

უკრაინაზე მასირებული დარტყმების გამო EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაზე მასირებული დარტყმების გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ სანქციები შემოიღეს ერთი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ მასირებული რუსული დარტყმების საპასუხოდ, კერძოდ კი კიევის წინააღმდეგ 1-2 და 5 ივლისს მომხდარი თავდასხმებისთვის.

"ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა ერთი ფიზიკური პირისა და ხუთი იურიდიული პირის მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესება. აღნიშნული სუბიექტები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და ჩართულნი არიან დრონების წარმოებაში.

სანქცირებული ხუთივე კომპანია ABS Electro Group-ის შემადგენლობაში შედის. ისინი ავითარებენ და აწარმოებენ ელექტრონულ და რადიოელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია დრონების სამხედრო დანიშნულებით გამოყენებისთვის. კერძოდ, ეს კომპანიები ხელს უწყობენ ისეთი სისტემების განვითარებას, რომლებიც ზრდის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების - მათ შორის Shahed-ისა და Geran-ის ტიპის დრონების შესაძლებლობებს, კერძოდ, მათ მდგრადობას ელექტრონული ბრძოლის საშუალებების მიმართ.

გარდა ამისა, ამ ჯგუფში შემავალი რამდენიმე კომპანია რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის ავტომატიზებული მართვის სისტემებს აწარმოებს, ხოლო ენერგეტიკული სექტორი რუსეთის მთავრობის შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

სანქცირებულ ფიზიკურ პირია ირინა ხარისოვა, რომელიც ABS Electro Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა და ამ ჯგუფში შემავალი რამდენიმე კომპანიის დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.

დღევანდელი სანქციები მიღებულია იმ შემზღუდავი ზომების ფარგლებში, რომლებიც ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დამრღვევ ან მათთვის საფრთხის შემცველ ქმედებებს.

სანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებს აქტივები ეყინებათ, ხოლო მათთვის ან მათ სასარგებლოდ, პირდაპირ ან ირიბად, ფინანსური სახსრებისა თუ ეკონომიკური რესურსების მიწოდება აკრძალულია. გარდა ამისა, სანქცირებულ ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა [მოგზაურობა] ეკრძალებათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 289 სტატია.

  • The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობსიმედი
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • პუტინი შიშობს, რომ უკრაინაში დამარცხების გამო მოკლავენ – The EconomistBM.GE
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ფორმულა

კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზე

კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზე

ფორმულა

ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს

ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს

ფორმულა

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან შევიდეს

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან შევიდეს

ფორმულა