მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიში მიიტანა, დაარტყეს ნავთობსაცავს
უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიში მიიტანა, დაარტყეს ნავთობსაცავს

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიში მიიტანა, დაარტყეს ნავთობსაცავს

ფორმულა|formulanews.ge

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა განხორციელდა, რაც რუსული სახელმწიფო მედიის შეფასებით, ბოლო წლებში ერთ-ერთი უმსხვილესი იერიშის მცდელობა იყო.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 19 ივლისის საღამოდან 20 ივლისის დილის ხუთ საათამდე რეგიონისკენ 400-ზე მეტი დრონი მიფრინავდა.მისივე მტკიცებით, მათი უდიდესი ნაწილი საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებთანვე გაანეიტრალეს, უშუალოდ დედაქალაქის სიახლოვეს კი 85 დრონი განადგურდა.

თუმცა, ოფიციალურ პირებს იერიშის შედეგად გამოწვეულ ზარალზე დეტალურად არ უსაუბრიათ. მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა ვიდეო და ფოტომასალის ანალიზით დაადგინა, რომ დარტყმები რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზე განხორციელდა. კერძოდ, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში იერიში ნავთობის საცავზე მიიტანეს, სადაც ხანძარი გაჩნდა.

გარდა ამისა, დომოდედოვოში ცეცხლი გაუჩნდა ლოგისტიკური ცენტრის, "იუჟნაია ვრატას" ტერიტორიაზე მდებარე საწყობს, ხოლო ერთ-ერთი დრონი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის ცნობით, შეტევის ძირითადი შედეგები პოდოლსკში, დომოდედოვოსა და ოდინცოვოში დაფიქსირდა, სადაც დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ცალკეული ობიექტები. თავდასხმას მსხვერპლიც მოჰყვა - დომოდედოვოს საავადმყოფოს ინფორმაციით, აფეთქებებით გამოწვეული ტრავმებით კლინიკაში 6 დაშავებული მკურნალობს, მათგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

უკრაინულ მხარეს მოსკოვსა და მის შემოგარენზე განხორციელებული მორიგი შეტევის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 270 სტატია.

  • მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეაიმედი
  • უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობიაBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

ფორმულა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ფორმულა

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

ფორმულა

პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

ფორმულა