მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ცხინვალი: ბრიუსელი სირიაზე ზეწოლას ცდილობ დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისთვის
ცხინვალი: ბრიუსელი სირიაზე ზეწოლას ცდილობ დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისთვის

ცხინვალი: ბრიუსელი სირიაზე ზეწოლას ცდილობ დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისთვის

ფორმულა|formulanews.ge

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს, სირიის ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს, რათა დამასკომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმოს.

დე ფაქტო უწყება გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 18 ივლისის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, სირიის პარლამენტთან ითანამშრომლონ, რათა გაუქმდეს ბაშარ ალ ასადის მმართველობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უჭერდა მხარს.

ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების დროს, 2018 წელს, სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დამასკო ასევე მხარს უჭერდა მოსკოვის პოზიციებს უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის პოზიციას „სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად“ აფასებს.

„ევროკავშირი, რომელიც სიტყვიერად აცხადებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის ერთგულებას, რეალურად ცდილობს, დამოუკიდებელ სირიას უკარნახოს, რომელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და რომელი გააუქმოს“, – ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

ცხინვალი ამტკიცებს, რომ სირიის მიერ 2018 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება „სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი ნების გამოხატულება“ იყო და გადაწყვეტილება, მათი შეფასებით, „საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“ მიიღეს.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირის მცდელობები, პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით შეცვალოს რეგიონში არსებული ვითარება, „უპერსპექტივო და კონტრპროდუქტიულია“.

ცხინვალის რეჟიმმა ევროკავშირს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილოს იმ მიზეზებზე, რომლებმაც, მათი განცხადებით, 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აღიარება განაპირობა და კვლავ გაიმეორა ბრალდებები თბილისის მისამართით.

რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში აღიარა. ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით შეუერთდნენ სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, მათ შორის რუსეთი და სირია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დამოუკიდებლობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციასიმედი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
დამოუკიდებლობის →

მსგავსი სტატიები

დენის კულანინმა საქართველო დატოვა

დენის კულანინმა საქართველო დატოვა

ფორმულა

კირილ ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

კირილ ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

ფორმულა

უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ორი მსხვილი ქარხანა გაჩერდა

უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ორი მსხვილი ქარხანა გაჩერდა

ფორმულა

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა