მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპმა, ოვალურ კაბინეტში ზელენსკის და ნეთანიაჰუს უმასპინძლა
ტრამპმა, ოვალურ კაბინეტში ზელენსკის და ნეთანიაჰუს უმასპინძლა

ტრამპმა, ოვალურ კაბინეტში ზელენსკის და ნეთანიაჰუს უმასპინძლა

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლა. ორმხრივი მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა, პრესის გარეშე წარიმართა.

ზელენსკისა და ტრამპის აუდიენცია დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა, რის შემდეგაც უკრაინის ლიდერმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გამართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ლიდერები ერთად გაემართნენ ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში, სადაც გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.

ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებაა. ვაშინგტონში ჩასვლისთანავე უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პირველადი ამოცანა საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ქალაქების რუსული სარაკეტო იერიშებისგან დაცვაა. შეხვედრისას ერთ-ერთი ცენტრალური თემა ანტისარაკეტო სისტემები იყო. აღსანიშნავია, რომ მანამდე გაჟღერდა ინიციატივა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების ადგილობრივი წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ. „ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპთან კარგი შეხვედრა გაიმართა. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისთვის, რასაც უკრაინელთა სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის მისაღწევად ერთად ვაკეთებთ. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ ტრამპს მივუსამძიმრე ლინდსი გრემის გარდაცვალების გამო; ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.

პრეზიდენტთან განვიხილეთ „პატრიოტის“ (Patriot) სისტემებისთვის განკუთვნილი დამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზიები და სხვა იდეები, რომლებიც დახმარებას გაგვიწევდა. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე — მნიშვნელოვანია დიპლომატიური პროცესის გააქტიურება. ჩვენი გუნდები შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს შეათანხმებენ. მადლიერი ვარ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - დაწერაუკრაინის პრეზიდენტმა მის Telegram-არხზე.

ეს ვიზიტი ემთხვევა უკრაინისა და ისრაელის დიდი მხარდამჭერის, სენატორ ლინდსი გრემის გარდაცვალებას. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გრემი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი, მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდიოდა. მედიის ცნობით, ზელენსკი გეგმავს, კონგრესმენებთან შეხვედრებისას ეს საკითხი დღის წესრიგში აქტიურად შეინარჩუნოს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ტრამპმა ჰუსიტებზე იერიშის მიტანაზე საუდის არაბეთის პრინცს უარი უთხრაBM.GE
  • ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - "არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი"იმედი
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპის →ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

სტრატეგია აღმაშენებელი: ივანიშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

სტრატეგია აღმაშენებელი: ივანიშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

ფორმულა

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კანონპროექტს შემდეგ კვირას უყრის კენჭს

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კანონპროექტს შემდეგ კვირას უყრის კენჭს

ფორმულა

ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ფორმულა

მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი

მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი

ფორმულა