მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. შოიგუ პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს, ჩარევაში ადანაშაულებს დასავლეთს
შოიგუ პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს, ჩარევაში ადანაშაულებს დასავლეთს

შოიგუ პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს, ჩარევაში ადანაშაულებს დასავლეთს

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ ვითარებაში "უხეშად ჩარევაში" დაადანაშაულა და ამის მაგალითებად საქართველო და სომხეთი მოიყვანა.

"ისინი [დასავლეთი] ღიად და უხეშად ცდილობენ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას. სამხრეთ კავკასიაში ამის დანახვა შეგვიძლია არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს მაგალითზეც", - თქვა მან.

ის ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსაც ციტირებს და აცხადებს, რომ ამ თემაზე შალვა პაპუაშვილმა "ცოტა ხნის წინ ძალიან მკაფიოდ და გონივრულად ისაუბრა და განაცხადა, რომ "შესაძლოა, რუსეთთან ესკალაცია გერმანიის და ლიეტუვის ინტერესებში შედიოდეს, მაგრამ არა - ჩვენსაში".

სერგეი შოიგუმ ასევე თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით "ციფრები თავისთავად მეტყველებს".

"ამ ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,7%-ით მეტია", - თქვა სერგეი შოიგუმ.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა და თანამშრომლობა კვლავ ფართოვდება.

"ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას", - აცხადებს ის.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 119 სტატია.

  • „ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?BM.GE
  • ფეიქრიშვილების დედა შალვა პაპუაშვილს მიმართავსტვ პირველი
  • მერამდენედ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც უთანხმოება არსებობს მათ შორის... ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და სწორედ მისი გასამართლების პროცესს ვაკვირდებით ეს დღეები - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

ფორმულა

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

ფორმულა