მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს: "სისტემური წამება ციხეში"
ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს: "სისტემური წამება ციხეში"

ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს: "სისტემური წამება ციხეში"

ფორმულა|formulanews.ge

მოძრაობა „დაფიონის“ დაკავებული დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე პენიტენციური დაწესებულებიდან ვრცელ წერილს აქვეყნებს, სათაურით „სისტემური წამება ციხეში“, სადაც პატიმრობაში არსებულ მძიმე, ღირსების შემლახავ პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ნაკლებობას აღწერს.

ავტორი დეტალურად მიუთითებს პენიტენციური კოდექსის კონკრეტულ მუხლებზე (მათ შორის 110-ე, 112-ე, 113-ე, 139-142-ე მუხლები), რომლებიც სახელმწიფოს ავალდებულებს პატიმრის ჯანმრთელობის დაცვას, სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფასა და საჭიროების შემთხვევაში მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, თუმცა დასძენს, რომ რეალობა წამების ტოლფასია.

წერილში ცეცხლაძე იხსენებს, თუ როგორ შემოიყვანეს ოთხ კაცზე განკუთვნილ საკანში მეექვსე პატიმრად მძიმედ დაშავებული, ფეხმოტეხილი მამაკაცი, რომელიც ყავარჯნების გარეშე, ცალ ფეხზე ხტომით ატარეს კორპუსებში და შემდგომშიც უხარისხო, დაზიანებული ინვენტარითა თუ ელემენტარული ჰიგიენური საშუალებების გარეშე დატოვეს.

ამასთან, იგი ყურადღებას ამახვილებს კარანტინის ზონაში არსებულ საშინელ ანტისანიტარიაზე — ტარაკნებზე, ვირთხებსა და დაზიანებულ საკანალიზაციო სისტემაზე, ასევე იხსენებს შემთხვევას, როდესაც ეპილეფსიური შეტევის მქონე ხნიერ პატიმარს ადმინისტრაციამ დროული დახმარება არ გაუწია.

წერილში ხაზგასმულია სხვა დარღვევებიც, როგორიცაა სატელეფონო ზარების, განათლების მიღების, ელექტრონული წიგნაკით სარგებლობისა და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის შეზღუდვა, აგრეთვე ერთ მცირე სივრცეში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების, მწეველებისა და არამწეველების ერთად განთავსება.

ცეცხლაძის თქმით, ადმინისტრაციისგან პროტესტის საპასუხოდ მხოლოს ზერელე ტონი და მუქარა მიიღეს, რომ „ციხე არ უნახავთ“, რასაც დაკავებული აქტივისტი მტკიცე პოზიციით ეხმაურება:

„თუ ასე დგას საკითხი, მე პირადად - ზვიად ცეცხლაძე - ვითხოვ, რომ ნამდვილი ციხე მანახოთ! მიმიფურთხებია თქვენი კარცერისთვის, კარანტინისთვისა თუ დეესკალაციისთვის! თქვენ მარტო იმიტომ ვერ დაგვამარცხებთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვის ამ ეკლიან, უვალ გზაზე, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა გათელეს, ღვთის მადლი უხვად მოეფინება“.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარია ზახაროვა საქართველოში „რუსოფობიის“ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

მარია ზახაროვა საქართველოში „რუსოფობიის“ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

ფორმულა

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის საქმეზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის საქმეზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება

ფორმულა

გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის გამოქვეყნება წინასწარ დაიგეგმა

გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის გამოქვეყნება წინასწარ დაიგეგმა

ფორმულა

ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა

ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა

ფორმულა