მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მარია ზახაროვა საქართველოში „რუსოფობიის“ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს
მარია ზახაროვა საქართველოში „რუსოფობიის“ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

მარია ზახაროვა საქართველოში „რუსოფობიის“ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოში „რუსოფობიის“ კონტექსტში სერიოზული ინციდენტები მოხდა, რაზეც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს, ხოლო ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული.

მან დადებითად შეაფასა ოფიციალური თბილისის განცხადებები „რუსოფობიის დაუშვებლობასთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვი ითვალისწინებს საქართველოს ხელმძღვანელობის დაპირებას რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

საქართველოს შესახებ შეკითხვა ზახაროვას პრორუსულად განწყობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ ბელარუსიდან დისტანციურად დაუსვა. მან ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ მიერ რუსოფობიის დაგმობაზე და იკითხა, თუ რა გავლენას მოახდენს ბოლოდროინდელი მოვლენები ტურისტულ კავშირებზე. პასუხად ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვი ცდილობს ორმხრივი თანამშრომლობისთვის პირობების შექმნას და მაგალითად მოიყვანა 2023-2024 წლებში უვიზო რეჟიმის გაფართოება, რამაც, მისი თქმით, ტურისტული ნაკადის 1.5-ჯერ ზრდა გამოიწვია.

ზახაროვას კონკრეტული ინციდენტები არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმება თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის დროს სტუმრებსა და უცხოელ ქალებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება.

„რუსოფობიის“ თემას წინ უძღოდა ოცნების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე გამართული ბრიფინგი, სადაც მან 2008 წლის ომი „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა და რუსოფობიის მაგალითებად რუსული საკრუიზო გემის (Astoria Grande) ვიზიტი და „ყვარლის ტბაზე“ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის დროს გამართული საპროტესტო აქციები დაასახელა. პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საბოტაჟის მუხლით გრძელდება გამოძიება უცხო ქვეყნიდან მართულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ითხოვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • ​ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ითხოვს: არ შეიძლება, დემოკრატია რუსეთის მძევალი იყოსიმედი
  • გახარიას ადვოკატი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მოწმის სახით კობახიძის დაკითხვას ითხოვსნეტგაზეთი
  • ხუდადოვზე ძნელაძეების სახლი ორჯერ დაიტბორა - ოჯახი დახმარებას ითხოვსტვ პირველი
  • სრული დოკუმენტი, რომლითაც სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პარამეტრების შემცირებას ითხოვსBM.GE
ითხოვს →

მსგავსი სტატიები

ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს: "სისტემური წამება ციხეში"

ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს: "სისტემური წამება ციხეში"

ფორმულა

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის საქმეზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის საქმეზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება

ფორმულა

გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის გამოქვეყნება წინასწარ დაიგეგმა

გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის გამოქვეყნება წინასწარ დაიგეგმა

ფორმულა

ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა

ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა

ფორმულა