მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში მივიდა
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში მივიდა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში მივიდა

ფორმულა|formulanews.ge

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში მივიდა.

"პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ დაგვიბარა, ქალაქის პროკურატურაში მობრძანდითო და გავისაუბროთ თქვენი განცხადების საფუძველზეო. ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რას გვეტყვიან.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ თავიდან დაიწყოს გამოძიება, გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით, დაგვიბრუნონ კომპიუტერი, დაზარალებულად გვცნონ და საქმის მასალებზე გვქონდეს წვდომა.

ორჯერ იყო კაცი [ღარიბაშვილი] პრემიერი, მაშინ რომ გამემჟღავნებინა გვარი, რისი მომცემი იქნებოდა… ახლა რადგან ციხეშია და მისი დანაშაული დამტკიცდა, მინდა, რომ თამუნასთან დაკავშირებული დანაშაულიც აღიაროს და ამ დანაშაულზეც აგოს პასუხი ღარიბაშვილმაც და ლილუაშვილმაც. მესამე [დამნაშავე] ვინც არის, ეს გამოძიებამ დაადგინოს.

ბოლომდე ვიბრძოლებ, შევეწირები და არ დავნებდები", - თქვა მედიასთან თეონა თამაზაშვილმა.

თეონა თამაზაშვილმა შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურას ხელახალი გამოძიების ჩატარებისთვის 19 აგვისტოს მიმართა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • "ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედატვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

პროკურატურა ბაჩალიაშვილზე: ხელახალი გამოძიების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია

პროკურატურა ბაჩალიაშვილზე: ხელახალი გამოძიების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია

ფორმულა

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ფორმულა

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ომს აგებს და სამოქალაქოებს იღებს მიზანში

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ომს აგებს და სამოქალაქოებს იღებს მიზანში

ფორმულა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შსს-ს ტარიელ კაკაბაძეზე სიზუსტისკენ მოუწოდებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შსს-ს ტარიელ კაკაბაძეზე სიზუსტისკენ მოუწოდებს

ფორმულა