მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკავშირი სომხეთის პროდუქციისთვის სავაჭრო შეღავათების დროებით ამოქმედებას მხარს უჭერს
ევროკავშირი სომხეთის პროდუქციისთვის სავაჭრო შეღავათების დროებით ამოქმედებას მხარს უჭერს

ევროკავშირი სომხეთის პროდუქციისთვის სავაჭრო შეღავათების დროებით ამოქმედებას მხარს უჭერს

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის საბჭომ სომხეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად სომხური პროდუქციისთვის დროებითი სავაჭრო ლიბერალიზაციის ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა სომხურ ექსპორტზე სავაჭრო შეზღუდვები დააწესა.

ახალი ზომები სომხეთის ევროკავშირში ექსპორტის დაახლოებით 80%-ს გაათავისუფლებს იმპორტის გადასახადებისგან. შეღავათები ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს რეგულაციის ძალაში შესვლიდან.

რეგულაცია ასევე ითვალისწინებს გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ტარიფულ კვოტებს და ე.წ. დამცავ მექანიზმებს, რათა იმპორტის ზრდის შემთხვევაში ევროკავშირის მწარმოებლები შესაძლო ზიანისგან დაიცვას.

ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი „სომხეთისა და მისი ხალხის გვერდით დგას“.

„დღევანდელი გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია: როდესაც ეკონომიკური იძულების წინაშე ვდგავართ, ევროკავშირს ექნება პასუხი. ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს და მხარს დავუჭერთ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა მან.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, შეღავათები მოიცავს სომხეთიდან რუსეთში ექსპორტირებული ახალი ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების თითქმის 99%-ს, ასევე სასმელებისა და ალკოჰოლური სასმელების 91%-ზე მეტს.

ევროკავშირის განცხადებით, ღონისძიებების მიზანია რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების შედეგად დაზარალებული სომხეთის ექსპორტის მხარდაჭერა და ევროკავშირ-სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება.

შეღავათების ამოქმედება გარკვეულ პირობებს უკავშირდება, მათ შორის წარმოშობის წესების დაცვას, ევროკავშირთან ადმინისტრაციულ თანამშრომლობას და ევროკავშირის იმპორტზე ახალი სავაჭრო შეზღუდვების არდაწესებას. ასევე მოთხოვნად რჩება ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა.

რეგულაციას ახლა ევროპარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი საკითხს სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ცვლილებების გარეშე დაამტკიცებს. ამის შემდეგ რეგულაციას საბოლოოდ ევროკავშირის საბჭო მიიღებს და ის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მომდევნო დღეს შევა ძალაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • პუტინმა ფაშინიანს ევროკავშირთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვაBM.GE
  • უკრაინული მედია: უნგრეთმა უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში 2 კლასტერის გახსნა დაბლოკაიმედი
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ფორმულა

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩია

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩია

ფორმულა

პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა

პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა

ფორმულა

ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ფორმულა