მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. „ხალხის ძალის“ ფინანსური კავშირები ივანიშვილის გარემოცვასთან
„ხალხის ძალის“ ფინანსური კავშირები ივანიშვილის გარემოცვასთან

„ხალხის ძალის“ ფინანსური კავშირები ივანიშვილის გარემოცვასთან

ფორმულა|formulanews.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობის იმფორმაციით „ქართული ოცნებისგან“ 2022 წელს ხელოვნურად გამოყოფილ და 2024 წლის მარტში პარტიად დარეგისტრირებულ „ხალხის ძალას“ 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28 შემწირველმა 861,750 ლარი გადაურიცხა. შემწირველთა შორის მრავლადაა ისეთი პირი, ვინც მანამდე მმართველი პარტიის მსხვილი დონორი იყო, ზოგიერთი მათგანი კი დღემდე პარალელურად აფინანსებს ორივე პოლიტიკურ სუბიექტს.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, შემწირველთა ნაწილი პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას — მის ძმას, დეიდაშვილს, მათთან დაკავშირებულ ბიზნესპარტნიორებსა და ოჯახის ინტერესების წარმომადგენელ მსხვილ კომპანიებს. მხოლოდ ამ ჯგუფის წარმომადგენლებმა „ხალხის ძალას“ აღნიშნულ პერიოდში 381,000 ლარი შესწირეს. შემოწირულებების გამღებ პირებს შორის ფიქსირდებიან სახელმწიფო შესყიდვებიდან მილიონობით ლარის მიმღები კომპანიების ხელმძღვანელები, მსხვილი ექსპორტიორები, საჯარო უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები და სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთა ნაწილისთვისაც ეს პოლიტიკური შენატანები პირველი შემთხვევაა.

წარმოდგენილი ფინანსური სქემები და კავშირები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების“ განაყოფი „ხალხის ძალა“ ივანიშვილის ძალაუფლების ქსელის განუყოფელი ნაწილია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • "მედიაპლურალიზმი ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ მოტანილი დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება" - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • "დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზერუსთავი 2
  • "ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
ივანიშვილის →ხალხის →

მსგავსი სტატიები

რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ფორმულა

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ 86 წლის კაცი და მისი ძაღლი იახტიდან გადაარჩინეს

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ 86 წლის კაცი და მისი ძაღლი იახტიდან გადაარჩინეს

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს

უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს

ფორმულა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

ფორმულა