მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე: მივმართავ ადმინისტრაციას მოვაჭრეებს დაეხმაროს
კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე: მივმართავ ადმინისტრაციას მოვაჭრეებს დაეხმაროს

კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე: მივმართავ ადმინისტრაციას მოვაჭრეებს დაეხმაროს

ფორმულა|formulanews.ge

ე.წ. დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაცია იწყება, რომელსაც მისი მფლობელი, კერძო მესაკუთრე განახორციელებს.

"ქართული ოცნების" მერის, კახა კალაძის თქმით, სამუშაოებზე მერიამ ნებართვა გასცა, თუმცა, ის კერძო მესაკუთრეს მოუწოდებს, სამუშაოების დასრულებამდე მოვაჭრეებს სხვა სივრცე გამოუყოს. მისი თქმით იმ პერიოდში, როცა ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყება, მოვაჭრეებმა მუშაობა უპრობლემოდ უნდა შეძლონ.

"ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო, ამის მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. პირველი რაც მინდა ვთქვა, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის მძიმე ანტისანიტარია. იმაზე, რომ იქაურობა იყოს მოწესრიგებული, განახლებული და რეაბილიტირებული, მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი ნებართვა გაცემულია.

თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა იქ დასაქმებული ადამიანები არ დააზიანოს და არ დააზარალოს. ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებასა და რეაბილიტაციაზე ნებართვა არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას.

ამ ადამიანებს ჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. მათ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ...ამიტომ, ბაზრის ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა უზრუნველყოს და მათი საქმიანობის გასაგრძელებლად შესაბამისი სივრცე გამოიყოს, რომ ისინი ყველაფრის გარეშე არ დარჩნენ...

სანამ რეაბილიტაცია იქნება ტერიტორიაზე, ამ ადამიანებმა მუშაობა პრობლემების გარეშე უნდა გააგრძელონ", - თქვა კალაძემ.

გუშინ, "დეზერტირების ბაზართან" გარემოვაჭრეებმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გააპროტესტეს.

მანამდე, კომპანია "თბილისი მოლმა" განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, მასშტაბური, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კომპანიის განმარტებით, სანიტარიული დარღვევები საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

გარემოვაჭრეები ეჭვობენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ბაზრის ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ შეძლებენ და ახალ სავაჭრო კომპლექსს ააშენებენ, რის გამოც ისინი ერთადერთი სამუშაოს გარეშე დარჩებიან.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • კალაძეს და კობახიძეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ასევე, ოქროპირიძეზეა „დამოკლეს მახვილი“ - ენმ ბავშვების მოწამვლის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვსტვ პირველი
  • „დაველოდოთ მოკვლევას“ — კალაძე ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლაზენეტგაზეთი
  • საბავშვო ბაღებში პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის მოწოდებული ლაბორატორიული კვლევები - კახა კალაძეBM.GE
  • კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატაიმედი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან დაითხოვეს

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან დაითხოვეს

ფორმულა

„ხალხის ძალის“ ფინანსური კავშირები ივანიშვილის გარემოცვასთან

„ხალხის ძალის“ ფინანსური კავშირები ივანიშვილის გარემოცვასთან

ფორმულა

თურქეთში, სკოლასთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 10 მოსწავლე დაშავდა

თურქეთში, სკოლასთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 10 მოსწავლე დაშავდა

ფორმულა

ამოღებულია 5 პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი იარაღი - დაკავებულია 1 პირი

ამოღებულია 5 პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი იარაღი - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა