მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინასთან ომში ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი დაიღუპა
უკრაინასთან ომში ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი დაიღუპა

უკრაინასთან ომში ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი დაიღუპა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და ამავე რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. ეს ცნობა რუსულმა მედიასაშუალებებმა 22 სექტემბერს პოლეჟაევის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

კონსტანტინ პოლეჟაევმა, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით იყო გასამართლებული, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი 2024 წელს გააფორმა. მან სასჯელაღსრულების კოლონია უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის სანაცვლოდ დატოვა.

ბელგოროდის ექს-მერის დაღუპვის შესახებ პირველად რუსულმა გამოცემა „ფონარმა” დაწერა, რის შემდეგაც ინფორმაცია პოლეჟაევის ახლობლებმა გამოცემა „კომერსანტსაც” დაუდასტურეს. გავრცელებული ცნობებით, მან სასიკვდილო ჭრილობები დრონით განხორციელებული შეტევის შედეგად მიიღო.

დამოუკიდებელი გამოცემა „პეპელი” ეყრდნობა ომის მხარდამჭერი რუსული ტელეგრამ-არხის ავტორის, ალექსეი კარგაპოლცევის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პოლეჟაევი არა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ უშუალოდ რუსეთის ბელგოროდის ოლქში დაიღუპა. უკრაინასთან მოსაზღვრე ამ რეგიონზე უკრაინის თავდაცვის ძალები იერიშებს ყოველდღიურად ახორციელებენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მერია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • მერია ცხოველთა დამცველებს სამართლებრივი პასუხისგებით ემუქრებანეტგაზეთი
  • მერია რუსთაველის რეაბილიტაციის გამო მოძრაობის დამატებითი შეზღუდვის შესახებ მძღოლებს აფრთხილებსBM.GE
  • კახა კალაძე: ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურებარუსთავი 2
  • საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - დამწვარია მერიის ისტორიული შენობა, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილებიტვ პირველი
მერია →

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ფორმულა

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ფორმულა

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფორმულა

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ფორმულა