მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სენატორები დონალდ ტრამპს G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებენ
სენატორები დონალდ ტრამპს G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

სენატორები დონალდ ტრამპს G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

ფორმულა|formulanews.ge

სენატორებმა პრეზიდენტ ტრამპს მიმართეს და "დიდი ოცეულის" სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდეს - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფის წერილშია ნათქვამი.

სენატორები აცხადებენ, რომ პუტინს არ უნდა მიეცეს მონაწილეობის უფლება მსგავს საერთაშორისო ფორუმებში. მათი თქმით მომავალ G20-ის ღონისძიებებზე პუტინისა და სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების მონაწილეობა არ უნდა იყოს დაშვებული, რადგან პუტინი უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკ ქმედებებზეა პასუხისმგებელი.

ამერიკელი სენატორების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს აძლიერებს და უკრაინასა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ამერიკის მოქალაქეებზე თავდასხმასაც აგრძელებს.

"პრეზიდენტ პუტინს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის დაწყებაზე. მისთვის შეერთებულ შტატებში G20-ის სამიტში მონაწილეობის უფლების მიცემა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს იმ მთავრობის ლეგიტიმაციასა და ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რომელიც ყოველდღიურად აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას", - წერენ სენატორები.

მათი თქმით, ნაცვლად სამიტზე მოწვევისა, აშშ-მა რუსეთზე ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო აგრესია.

"ჩვენ მივესალმებით თქვენს მიერ "ლინდსი ო. გრემის 2026 წლის კანონის — რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ" ხელმოწერას, რომელიც პუტინის რეჟიმის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დამატებით ინსტრუმენტებს გაძლევთ. თუმცა, თუ პრეზიდენტი პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირებული არ იქნებიან, რა მოტივაცია ექნება რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე დასათანხმებლად", - აღნიშნავენ სენატორები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვია.

სამიტი მიმდინარე წლის დეკემბერში, ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში გაიმართება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 133 სტატია.

  • დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი "ფაქტობრივად დასრულებულად" გამოაცხადაBM.GE
  • ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნებარუსთავი 2
  • მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო? - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ირანის მუქარის გამო აშშ-მა ბრიტანული სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები სასწრაფოდ გაიყვანა

ირანის მუქარის გამო აშშ-მა ბრიტანული სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები სასწრაფოდ გაიყვანა

ფორმულა

75 წლის ასაკში პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი, მზისა გაბეშია გარდაიცვალა

75 წლის ასაკში პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი, მზისა გაბეშია გარდაიცვალა

ფორმულა

აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ფორმულა

ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს

ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს

ფორმულა