მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას
ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას

ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას

ფორმულა|formulanews.ge

"ერთი საქართველო" სოლიდარობას უცხადებს პატიმარ გიორგი დავითაძეს და მის ოჯახს. ორგანიზაცია მოითხოვს პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ სრულყოფილ და დამოუკიდებელ გამოძიებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმრის დაცვა და ძალადობის გამოძიება სახელმწიფოს ვალდებულებაა - არა კეთილი ნება.

"მძიმე ბრალდებას პასუხი ეფექტიანი გამოძიებითა და მტკიცებულებებით უნდა გაეცეს, და არა ეპიზოდური ვიდეო ჩანაწერების გავრცელებით.

ადამიანს შეიძლება აღკვეთილი ქონდეს თავისუფლება, მაგრამ მისი ღირსების ხელყოფა დაუშვებელია. თითოეული პატიმრის უსაფრთხოებისდაცვის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება, განურჩევლად იმისა, რისთვის იხდის ადამიანი სასჯელს.

მსგავსი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება მხოლოდ დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ. თავის დროზე, სწორედ მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო - სპეციალური საგანოძიებო სამსახური, რომელიც 2025 წელს პარლამენტმა გააუქმა და მისი უფლებამოსილებები კვლავ პროკურატურას გადასცა. მომხდარი ფაქტი თითოეულ იმ პოლიტიკოსსაც აკისრებს პასუხისმგებლობას, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

"ერთი საქართველოს" სახელით, მოვითხოვთ გიორგი დავითაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქმის გარემოებების მიუკერძოებლად დადგენას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს. გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

ფორმულა

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება

ფორმულა

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ფორმულა

ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო

ფორმულა