მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინა
ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინა

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურის ინფორმაციით, "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს წევრობის", "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის" და "ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარედგინა. პროკურატურის განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 80 პირი თელავში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, ქუთაისში, სამტრედიაში, ლენტეხში, გურიაში, ქობულეთში, ბათუმში, და ხელვაჩაურის რაიონში დააკავეს, 7 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 7 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

სამართალდამცველებმა სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს", - წერია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ცოლის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანიატვ პირველი
  • სიმართლე არის ჩვენს მხარეს, არანაირ ბრალდებას არ აქვს საფუძველი - გიორგი სიორიძერუსთავი 2
  • სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურაBM.GE
  • თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავესნეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა

ფორმულა

ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

ფორმულა

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

ფორმულა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

ფორმულა