ორიგინალი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს
ფორმულა·12:58

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს

11 ოქტომბერი, 2026 · 12:58

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს მდგომარეობასაც განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

საბჭოს დღის წესრიგშია რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული მოქმედებების გააქტიურება. მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებას.

გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების გავლენაზე გაერთიანების უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, ასევე კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

საქართველოს საკითხი საბჭოს მიმდინარე საკითხების ნაწილშია შეტანილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • რუსთავი 2·16:48
    პოლონელი ევროპარლამენტარი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, სურთ ბოლომდე გამოგვწურონ - უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ
  • იმედი·16:41
    პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ - მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს
  • ნეტგაზეთი·18:03
    მათე დევიძის დედა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს
  • ტვ პირველი·17:57
    "დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში" - მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავს
ევროკავშირისსაგარეო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·18:37

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სუსი - სუვერენულად ბიძინასი?!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სუსი - სუვერენულად ბიძინასი?!
ფორმულა·18:36

სასამართლომ ყიფიანის და “კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა

სასამართლომ ყიფიანის და “კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა
ფორმულა·18:35

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია
ფორმულა·18:33

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.