მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ

რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას", რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე დააყენა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდს შეეხებოდა.

"ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დისკუსიების მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგშია. რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 258 სტატია.

  • "ეს რაღაცით ჰგავს იმას, რაც 2006 წელს მოხდა" - „თბილღვინო“ რუსეთში ქართული სასმელების აკრძალვაზეBM.GE
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავსიმედი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ფორმულა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა

ფორმულა

ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ორმხრივი უნდა იყოს

ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ორმხრივი უნდა იყოს

ფორმულა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს

ფორმულა