
უნგრეთის პარლამენტმა ორბანის ანტი-LGBTQ კანონმდებლობა გააუქმა
უნგრეთის პარლამენტმა ბავშვთა დაცვის კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც გაუქმდა ზომები, რომლებიც გეი და ტრანსგენდერ ადამიანებს სტიგმატიზებას უწევდა.
2021 წელს, ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ მიღებული კანონი ჰომოსექსუალობისა და ტრანსგენდერობის „წარმოჩენასა და პოპულარიზაციას“ კრძალავდა. კანონმდებლობა გავლენას ახდენდა განათლებასა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზეც.
ახალი მთავრობის, პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით მოქმედი პარტია „ტისა“, ორბანის მმართველობის პერიოდის კანონების გაუქმებას ცდილობს. ცვლილებებს LGBTQ და უფლებადამცველი ორგანიზაციები მიესალმნენ, თუმცა აცხადებენ, რომ თანასწორობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ნაბიჯებია საჭირო.
უფლებადამცველები, მათ შორის, მოითხოვენ ერთნაირსქესიანი ქორწინების აღიარებას, ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის უფლების მინიჭებასა და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში სახელის შეცვლის შესაძლებლობის აღდგენას.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge