ორიგინალი
უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2027-2029 წლების ვადით აირჩიეს
ფორმულა·21:49

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2027-2029 წლების ვადით აირჩიეს

13 ოქტომბერი, 2026 · 21:49

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2027-2029 წლების ვადით აირჩიეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

სიბიგამ მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც უკრაინის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

მისი განცხადებით, საბჭოს წევრობის პერიოდში უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება.

"უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2027-2029 წლების ვადით აირჩიეს. მადლობას ვუხდი გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის კანდიდატურას.

უკრაინა საბჭოს უერთდება იმ პირობებში, როდესაც რუსეთის განგრძობადი აგრესიისგან საკუთარ მოსახლეობასა და სუვერენიტეტს იცავს. რუსეთის აგრესიას ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევები მოჰყვა.

საბჭოს წევრობისას უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამ დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება. ჩვენ მხარს დავუჭერთ დარღვევების დოკუმენტირებისა და გამოძიების საერთაშორისო მექანიზმებს, ვიზრუნებთ სამხედრო ტყვეებისა და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაზე და გავაგრძელებთ ძალისხმევას დეპორტირებული და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ პასუხისმგებლობის მექანიზმების გაძლიერებაზე, ადამიანის ღირსების დაცვაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემის განმტკიცებასა და ამ სფეროში არსებული გლობალური გამოწვევების დაძლევაზე", - წერს სიბიგა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2027-2029 წლების ვადით აირჩიეს

თემა: უკრაინის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • იმედი·01:38
    მედია: გერმანულმა თავდაცვითმა კონცერნმა Rheinmetall-მა შესაძლოა, უკრაინაში საარტილერიო ჭურვების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაზე უარი თქვას
  • რადიო თავისუფლება·01:34
    უკრაინა აცხადებს, რომ თავისი ლაზერული იარაღით პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი
  • GHN·00:19
    რუსეთის სამხედრო ფლოტილია, რომელიც ლიბიისკენ მიემართებოდა, უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმის შემდეგ უკან გაბრუნდა - Reuters
  • აიპრესი·23:06
    „სიენენი“: ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·01:00

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კაცმა მამა მოკლა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კაცმა მამა მოკლა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა
ფორმულა·00:59

კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა

კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
ფორმულა·00:58

კობახიძე: უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში

კობახიძე: უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში
ფორმულა·00:57

ისრაელის საფეხბურთო კლუბი: მადლობა ქალაქ ბათუმს ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის

ისრაელის საფეხბურთო კლუბი: მადლობა ქალაქ ბათუმს ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.