
საფრანგეთში მასშტაბური არეულობაა — შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციამ კონტროლი დაკარგა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, გასულ უქმეებზე ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე მასობრივი არეულობისა და ძარცვის დროს პოლიციამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. მინისტრმა აღიარა, რომ უსაფრთხოების ძალების მხრიდან „პროცესების სათანადო პროგნოზირება ვერ მოხდა“, რის გამოც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის განცხადებით მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა მისი გადადგომა არ მიიღო.
არეულობა საფრანგეთში სექტემბერში, სკოლებში არსებული მძიმე პირობებისა და განათლების დაბალი სტანდარტების გასაპროტესტებლად დაიწყო, მოგვიანებით კი პროცესი ცხოვრების გაძვირების საწინააღმდეგო მასშტაბურ აქციებში გადაიზარდა. გასულ შაბათს ქუჩაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მშვიდობიანი დემონსტრაციები მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა — დარბეული და გაძარცულია 1 500-მდე მაღაზია და ბიზნესობიექტი, ცეცხლი წაუკიდეს საზოგადოებრივ შენობებს ლიონსა და ლიმოჟში, ხოლო მარსელში დემონსტრანტები მერიაში შეიჭრნენ.
არასტაბილური ვითარება კვირასაც გაგრძელდა. პარიზში პოლიციამ 350-ზე მეტი პირი დააკავა, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მარბიელთა ჯგუფები დაშალა. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანინის თქმით, მომხდარი უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ულტრამემარცხენე ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების „მარცხია“.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge