მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულების სურვილის არქონაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულების სურვილის არქონაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულების სურვილის არქონაში ადანაშაულებს

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ომის დასრულება არასდროს სურდა. ტრამპის თქმით, ზელენსკი რუსეთის დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს იმის გამო ახორციელებს, რომ იცის, ეს სერიოზულ ზიანს აყენებს მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის ამერიკელ ფერმერებსა და საწარმოებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად თავდასხმებისა, რუსეთი მსოფლიოს მილიონობით ბარელ დიზელის საწვავს დაბალ ფასად მიაწვდის. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის ეს საკითხი არ ადარდებს, რადგან ევროპისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან მიღებული უზარმაზარი დაფინანსების ფონზე, მას კონფლიქტის დასრულება არ სურს. მისი თქმით, ორი წლის წინ უკრაინის პრეზიდენტს „შეეძლო უკეთესი შეთანხმების გაფორმება, ვიდრე ახლა“.

განცხადებაში ტრამპმა უკრაინაში შექმნილ მძიმე ვითარებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ხოლო მამაკაცი მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ იგი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მხარეებს შორის მშვიდობის დამყარებაზე და არ სურს გადადგას ნაბიჯები, რომლებიც რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდას ჩამოაშორებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 172 სტატია.

  • „არ მსურს, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდიდან გავაძევო“ - ტრამპი სანქციების შემსუბუქებას განმარტავს და ზელენსკის აკრიტიკებსტვ პირველი
  • კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების ფონზე, ტრამპი ზელენსკის კვლავ აკრიტიკებს - ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება კიევში კაპიტულაციის მცდელობად აღიქმებარუსთავი 2
  • როგორ აპირებს ტრამპი ყველა ამერიკელი ბავშვის გამილიონერებას? - პრეზიდენტის ახალი პროექტიBM.GE
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პაპუაშვილი სანაიას პატიმრობაზე: თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს

პაპუაშვილი სანაიას პატიმრობაზე: თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს

ფორმულა

ზელენსკი ვაშინგტონს კაპიტულაციისკენ იძულების მცდელობაში ადანაშაულებს

ზელენსკი ვაშინგტონს კაპიტულაციისკენ იძულების მცდელობაში ადანაშაულებს

ფორმულა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

ფორმულა

საფრანგეთში მასშტაბური არეულობაა — შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციამ კონტროლი დაკარგა

საფრანგეთში მასშტაბური არეულობაა — შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციამ კონტროლი დაკარგა

ფორმულა