მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები შავი ზღვის აკვატორიაში თავდასხმების ფონზე იმართება
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები შავი ზღვის აკვატორიაში თავდასხმების ფონზე იმართება

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები შავი ზღვის აკვატორიაში თავდასხმების ფონზე იმართება

ფორმულა|formulanews.ge

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შავი ზღვის აკვატორიაში გავრცელებისა და ბულგარეთის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე განხორციელებული დრონებით თავდასხმების ფონზე ტარდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე თავდასხმებს, სავარაუდოდ, ორი ათეული საერთაშორისო მეზღვაური ემსხვერპლა. მომხდარმა საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია და ბულგარეთის მთავრობას საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად მოკავშირეებისთვის დახმარების თხოვნისკენ უბიძგა.

ბულგარეთს თავდასხმების განხორციელებაში რუსეთი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მომხდარი რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურება.

არჩევნებში 27 კანდიდატი მონაწილეობს. გამოკითხვების თანახმად, ლიდერობენ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ილიანა იოტოვა და ყოფილი დროებითი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი. კვლევითი ორგანიზაცია „ალფა რისერჩის“ მონაცემებით, იოტოვას მხარდაჭერა 41%-ს, გიუროვის კი 28%-ს შეადგენს. თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების უმრავლესობას ვერ მიიღებს, მეორე ტური პირველ ნოემბერს გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად ცერემონიულია, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაუარესების ფონზე არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა. წამყვანი კანდიდატები თავდასხმებს გმობენ, თუმცა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გზებზე განსხვავებული პოზიციები აქვთ.

გიუროვი, რომელსაც პროდასავლური და რეფორმისტული პარტიები უჭერენ მხარს, უკრაინის მხარდაჭერას ემხრობა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებისას მან კიევთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი.

იოტოვა კი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას იანვრიდან ასრულებს, რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულების მომხრეა. მას მხარს უჭერს ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი, რომელმაც თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა.

იოტოვას გამარჯვების შემთხვევაში, ის ბულგარეთის ისტორიაში პირველი ქალი გახდება, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ტრამპი არჩევნების წინ საწვავის სტრატეგიულ რეზერვებს იყენებსBM.GE
  • პარტიების აკრძალვა 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, პარტიების აკრძალვა დაკავშირებულია იმასთან, რომ არჩევნების შედეგებს არასდროს აღიარებენ და ყოველ ჯერზე დემონსტრაციებით ცდილობდნენ არეულობის მოწყობას - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
  • მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
არჩევნები →

მსგავსი სტატიები

თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდა

თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდა

ფორმულა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფორმულა

უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნა

უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნა

ფორმულა

მასკი: უკრაინამ Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვია - უკრაინაბრალდებას უარყოფს

მასკი: უკრაინამ Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვია - უკრაინაბრალდებას უარყოფს

ფორმულა