მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მოლდოვამ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა – ქვეყნის საჰაერო სივრცეში შვიდი დრონი შეიჭრა
მოლდოვამ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა – ქვეყნის საჰაერო სივრცეში შვიდი დრონი შეიჭრა

მოლდოვამ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა – ქვეყნის საჰაერო სივრცეში შვიდი დრონი შეიჭრა

ფორმულა|formulanews.ge

მოლდოვამ რუსეთის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა მას შემდეგ, რაც 17 ნოემბერს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შვიდი დრონი შეიჭრა. 18 ნოემბერს რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონები უკრაინაზე რუსეთის საჰაერო შეტევის დროს გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი კიშინიოვის თავზეც დაფიქსირდა, ექვსი კი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ჩამოვარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უსაფრთხოების მიზნით მოლდოვამ საჰაერო სივრცე დროებით დახურა.

კიშინიოვმა მომხდარი სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა და მოსკოვს მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

რუსეთის ელჩმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, თითქოს დრონები რუსული იყო ან მოლდოვის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად შევიდნენ.

მოგვიანებით მოლდოვის პოლიციამ დაადასტურა, რომ ნასლავიჩის რაიონში აღმოჩენილი ნამსხვრევები რუსული წარმოების „გერბერა 2“-ის ტიპის დრონს ეკუთვნოდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსგავსი შემთხვევები არაერთხელ დაფიქსირდა რუმინეთში, პოლონეთსა და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებშიც.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 274 სტატია.

  • რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდაBM.GE
  • EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგებარუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდატვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

ფორმულა

კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე: დაუსჯელი არავინ დარჩება

კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე: დაუსჯელი არავინ დარჩება

ფორმულა

სი ძინპინი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე შეიკრიბნენ

სი ძინპინი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე შეიკრიბნენ

ფორმულა

წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ფორმულა