ორიგინალი
დავით ჩიხელიძე - ოპოზიცია ორი თვე ემზადებოდა, მთელი ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა
ფრონტნიუსი·12:50

დავით ჩიხელიძე - ოპოზიცია ორი თვე ემზადებოდა, მთელი ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა

29 ნოემბერი, 2026 · 12:50

როცა რეალობა და სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა, ოპოზიციის სურვილი გრანდიოზული, მრავალათასიანი აქციის ჩატარება იყო, რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა, მოკრძალებული, მეჩხრად მდგომი ადამიანების დაახლოებით 25-წუთიანი შეკრება, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ორთვიანი სამზადისის და ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის მიუხედავად, ოპოზიციამ დაახლოებით 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო.

"როცა რეალობა და სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა, ოპოზიციის სურვილი გრანდიოზული, მრავალათასიანი აქციის ჩატარება იყო, რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა, მოკრძალებული, მეჩხრად მდგომი ადამიანების დაახლოებით 25-წუთიანი შეკრება.

ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა.

ეს მხოლოდ აქციის მასშტაბი არ არის, ეს ოპოზიციის რეალური, საზოგადოებრივი მხარდაჭერის ერთგვარი ინდიკატორია. ოპოზიციის რეიტინგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურ კლებას აჩვენებს. როდესაც ამდენი ხნის მობილიზაციის, აქტიური კამპანიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მცდელობების შემდეგ ასეთი შედეგი დგება, უნდა მიხვდე, რომ სახლში წასვლის დრო არის და რეალობა მიიღო.

თუმცა ოპოზიციას ამის დანახვა და აღიარება არ სურს. მათ სურთ დაიჯერონ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ მხარესაა, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა მეორე. გუშინდელმა შეკრებამ აჩვენა, რომ საქართველოში, ოპოზიციის მხარდამჭერი, მალე სანთლით საძებარი იქნება. ოპოზიცია აქციის ჩაფლავებაზე დღევანდელი დღეც მეტყველებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს ჩუმად არიან გუშინდელ აქციაზე არავინ საუბრობს როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის სამარცხვინო შეკრების დავიწყებას ცდილობენ“, - წერს ჩიხელიძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. დავით ჩიხელიძე - ოპოზიცია ორი თვე ემზადებოდა, მთელი ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·12:46

ირინა სარიშვილი - ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ, ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!

ირინა სარიშვილი - ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ, ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!
ფრონტნიუსი·12:43

თამარ ჩერგოლეიშვილი - კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება

თამარ ჩერგოლეიშვილი - კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება
ფრონტნიუსი·12:21

კახეთში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კახეთში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
ფრონტნიუსი·12:10

ეთერ კაკულია დღეს 84 წლის გახდებოდა

ეთერ კაკულია დღეს 84 წლის გახდებოდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.