ორიგინალი
თამარ ჩერგოლეიშვილი - კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება
ფრონტნიუსი·12:43

თამარ ჩერგოლეიშვილი - კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება

29 ნოემბერი, 2026 · 12:43

აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას.

„აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. ესაა ჩვენი გზავნილი. ეს გვჭირდება გასამარჯვებლად. და დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება. ანუ, გადაგასწრებთ ხმაურით და ხმაური იქნება იმაზე, რაზეც ჩვენ გვინდა და სწორი გვგონია. დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას. ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა და ეს გზავნილი უფრო გახმაურდება თქვენივე დახმარებით. დაიმახსოვრეთ, თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. თამარ ჩერგოლეიშვილი - კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·12:50

დავით ჩიხელიძე - ოპოზიცია ორი თვე ემზადებოდა, მთელი ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა

დავით ჩიხელიძე - ოპოზიცია ორი თვე ემზადებოდა, მთელი ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა
ფრონტნიუსი·12:46

ირინა სარიშვილი - ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ, ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!

ირინა სარიშვილი - ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ, ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!
ფრონტნიუსი·12:21

კახეთში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კახეთში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
ფრონტნიუსი·12:10

ეთერ კაკულია დღეს 84 წლის გახდებოდა

ეთერ კაკულია დღეს 84 წლის გახდებოდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.