ორიგინალი
ირინა სარიშვილი - ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ, ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!
ფრონტნიუსი·12:46

ირინა სარიშვილი - ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ, ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!

29 ნოემბერი, 2026 · 12:46

ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური ალიანსის წევრია, თუ ლიდერი არა და ოპოზიციური ალიანსი ამ ყველაფერზე დუმს, მაშინ, როცა ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად, თქვენ გეკითხებით, გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი რომ არ ჰქონდეს, კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა. თუმცა, როგორც სარიშვილი აღნიშნავს, ჩერგოლეიშვილის მავნებლობების ჩამონათვალი არასრულია.

“თამარ ჩერგოლეიშვილი გიჟია, არ ავყვეთ და გავატაროთ - ასე ვინც ფიქრობს, იმათთვის ვწერ:

როცა ყველა მსგავსი პროვოკაციის უკან ჩერგოლეიშვილია;

როცა მიკროფონთან ვინ მივა, ჩერგოლეიშვილი წყვეტს;

როცა უკვე რამდენჯერ ერთობის დარღვევას ჩერგოლეიშვილის ბინძური თავდასხმები უდევს საფუძვლად;

როცა ისედაც კედელთან მიყენებულ მედიას ჩერგოლეიშვილი პერმანენტულად ესხმის თავს რიგით ქოცებს რომ შეშურდებათ ისეთი ბინძური ბრალდებებით;

როცა ხელისუფლება 9წლიანი მუხლით ბრალდებით ციხეში უშვებს ადამიანს, რომლის წინააღმდეგ გამონათქვამების ავტორი და პროკურატურის ერთადერთი მოწმე ჩერგოლეიშვილია...

და როცა ეს ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური ალიანსის წევრია, თუ ლიდერი არა და ოპოზიციური ალიანსი ამ ყველაფერზე დუმს, მაშინ როცა ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად, თქვენ გეკითხებით, გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! გეთანხმებით, რომ ცალკე აღებული ჩერგოლეიშვილი კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა, მაგრამ იმ სტატუსით, რითაც დღესაა, რასაც აღწევს ვერ ხედავთ?! თავიდან წაიკითხეთ მაშინ მავნებლობების ის არასრული ჩამონათვალი, რაც ზემოთ მიწერია. და ეს ყველაფერი რომ გავატაროთ, რისთვის ვიბრძვით მაშინ - ბიძინა ივანიშვილის სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის?!

ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ - ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?! გელოდებით”, - წერს სარიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირინა სარიშვილი - ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ, ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·12:50

დავით ჩიხელიძე - ოპოზიცია ორი თვე ემზადებოდა, მთელი ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა

დავით ჩიხელიძე - ოპოზიცია ორი თვე ემზადებოდა, მთელი ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა
ფრონტნიუსი·12:43

თამარ ჩერგოლეიშვილი - კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება

თამარ ჩერგოლეიშვილი - კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება
ფრონტნიუსი·12:21

კახეთში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კახეთში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
ფრონტნიუსი·12:10

ეთერ კაკულია დღეს 84 წლის გახდებოდა

ეთერ კაკულია დღეს 84 წლის გახდებოდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.