ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი
ფრონტნიუსი·21:35

ირაკლი კობახიძე - ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი

28 ნოემბერი, 2026 · 21:35

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი - ესეც თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მე მგონი არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ესეც იმ გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.

"ამას არსებითი მნიშვნელობა კი არა აქვს, მაგრამ 20 % მოგვყვება ჩვენ წლებია, და ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ვინ ჩივის 20%-ს და 18%-ს შორის განსხვავებას - ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში. ეს მძიმე მემკვიდრეობაა.

რაც შეეხება იმას, გაფართოვდა თუ არა ტერიტორიული ინტერვენცია, ოკუპაცია - რეალურად გვაქვს ასეთი ვითარება: არსებითად მიჰყვება ეს მავთულხლართები და ე.წ. საზღვარი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, ძველი რუკით ახორციელებენ, ასე ვთქვათ, მავთულხლართების გავლებას, და, სამწუხაროდ, გვაქვს ერთი მონაკვეთი - ეს არის სწორედ ჩორჩანის მონაკვეთი, სადაც კილომეტრებით არიან შემოწეული ჩვენს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მიღმა. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა. ძალიან რთული ვითარებაა, ესეც არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. აქაც მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი პოზიციები, თუმცა მემკვიდრეობა არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი

თემა: კობახიძე

ამ თემას 25 ქართული წყარო აშუქებს — სულ 291 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·19:41
    შეცვალა თუ არა "ოცნებამ" მიდგომა რუსეთთან დაკავშირებით | ბექა კობახიძე სტუმრად "პოლიტ-ქალაქში"
  • ინტერპრესნიუსი·14:01
    ხატია დეკანოიძე - გამალებული რუსიფიკაციის ფონზე, როცა კობახიძე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მაჩვენებელსაც კი პროპაგანდისტულად ცვლის რუსეთის სასარგებლოდ - ივანიშვილის და სააკაშვილის გათანაბრება დაუშვებელი შეცდომაა
  • ტვ პირველი·13:45
    "მტრის საქმის კეთებაა“ – ექსპერტები კობახიძის განცხადებას აკრიტიკებენ
  • აჭარის ტელევიზია·12:46
    ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა, როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე, უმაღლესი განათლების დონეზე
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·21:42

ზელენსკი - უკრაინა არც ლიბიას და არც მის პორტებს თავს არ დასხმია, იარაღის გადამტან რუსულ გემებს კი ყველგან გავანადგურებთ

ზელენსკი - უკრაინა არც ლიბიას და არც მის პორტებს თავს არ დასხმია, იარაღის გადამტან რუსულ გემებს კი ყველგან გავანადგურებთ
ფრონტნიუსი·20:59

ზელენსკი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს

ზელენსკი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს
ფრონტნიუსი·17:57

შუქრუთის მაღაროში 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

შუქრუთის მაღაროში 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა
ფრონტნიუსი·17:31

ელენე ხოშტარია - ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო

ელენე ხოშტარია - ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.