ორიგინალი
საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
ფრონტნიუსი·17:09

საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

29 ნოემბერი, 2026 · 17:09

2026 წლის 29 ნოემბერს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს – „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.

„მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.

აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, რათა ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

თემა: თურქეთის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • ფორმულა·14:19
    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს არ შეეფერება
  • აიპრესი·12:33
    "გაზპრომმა" თურქეთში გაზის მიწოდების კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა
  • რადიო თავისუფლება·14:18
    საჭირო გაფრთხილებები მისცეს [საქართველოს] ელჩს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის ინციდენტზე
  • აჭარის ტელევიზია·13:01
    პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ
თურქეთისსაგარეო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·17:31

ელენე ხოშტარია - ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო

ელენე ხოშტარია - ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო
ფრონტნიუსი·14:44

დავით მათიკაშვილი - ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის და შეძლეს ის, რომ მაქსიმუმ 7000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში

დავით მათიკაშვილი - ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის და შეძლეს ის, რომ მაქსიმუმ 7000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში
ფრონტნიუსი·14:43

ირაკლი ზარქუა - გვემუქრებოდნენ წალეკვით და 7000-მდე ადამიანი შეკრიბეს, ისიც 33 წუთში დაეშალათ

ირაკლი ზარქუა - გვემუქრებოდნენ წალეკვით და 7000-მდე ადამიანი შეკრიბეს, ისიც 33 წუთში დაეშალათ
ფრონტნიუსი·12:50

დავით ჩიხელიძე - ოპოზიცია ორი თვე ემზადებოდა, მთელი ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა

დავით ჩიხელიძე - ოპოზიცია ორი თვე ემზადებოდა, მთელი ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.