თბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობები გაიმართება
დღეს, 19:00 საათზე თბილისში საპროტესტო მსვლელობები - "საქართველო ევროპაა" გაიმართება.
მსვლელობის მონაწილეები თსუსთან, მეტროს სადგურ "ავლაბართან" და და ორბელიანის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.
ოპოზიციის ალიანსი მსვლელობას თსუდან თავისუფლების მოედნამდე გამართავს, პარალელურად ავლაბრის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე 50-ე შაბათის მარში გაიმართება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდება. კიდევ ერთი მსვლელობა ორბელიანის მოედნიდან დაიწყება, სადაც "სოციალური დემოკრატიისთვის" წევრები შეიკრიბებიან.
საპროტესტო მსვლელობა და აქცია უკავშირდება ორი წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენონ.
