ამსტერდამში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი იგეგმება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი ამსტერდამში გაიმართება.
ისტორიულ საკონცერტო დარბაზში, „როიალ კონცერტ-გებაუში“, ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ შესრულდება.
კონცერტი კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 24 იანვარს იგეგმება.
შორენა კოპალეიშვილის სიუჟეტი ნახეთ.
