ორიგინალი
პოლონეთი ნატო-ს უკრაინის ცაში რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს - Bloomberg
GHN·17:40

პოლონეთი ნატო-ს უკრაინის ცაში რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს - Bloomberg

25 ნოემბერი, 2026 · 17:40

პოლონეთმა ნატო-ელ მოკავშირეებს მოუწოდა, განიხილონ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა, თუ ისინი ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიისკენ მიემართებიან.

ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ვარშავამ ეს საკითხი 23 ნოემბერს, ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე დააყენა. წყაროების ინფორმაციით, ზოგიერთმა ქვეყანამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, თუმცა განხილვა წინასწარი ხასიათის იყო და გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირას პოლონეთის ტერიტორიაზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ასეთი ნაბიჯი ნატო-ს თავდაცვითი მოქმედებების უკრაინის საჰაერო სივრცეზე გავრცელებას გულისხმობს, რაც რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკს ზრდის.

ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინამ ნატო-ს მოსალოდნელი სარაკეტო საფრთხის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს და ალიანსის ძალებს საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა მისცეს. ამასთან, გადაწყვეტილებას ნატო-ს ყველა წევრის თანხმობა და ალიანსის უმაღლეს მთავარსარდალთან კოორდინაცია დასჭირდება. წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე მოკავშირეებს შორის ასეთი თანხმობა არ არსებობს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 25 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის თხოვნით, მის ტერიტორიაზე ნატო-ს მიერ რუსული რაკეტების ჩამოგდება თავდაცვის უფლების ფარგლებში შეიძლება განიხილებოდეს.

„ჩვენი საჰაერო სივრცისკენ მომავალი რაკეტა ან დრონი უკვე პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ უკრაინის თხოვნით, უკრაინის ცაში რაკეტის ჩამოგდება თავდაცვის აუცილებელი ღონისძიების განსაზღვრებაში ჯდება“, - განაცხადა სიკორსკიმ.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა კი აღნიშნა, რომ მოკავშირეებს შორის საკითხის განხილვის მეტი მზაობა შეინიშნება, თუმცა ამ ეტაპზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად პოლიტიკური ნება არ არსებობს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. პოლონეთი ნატო-ს უკრაინის ცაში რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს - Bloomberg

თემა: უკრაინის

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ფორმულა·20:46
    კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
  • იმედი·19:48
    „ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს
  • რუსთავი 2·18:29
    მედია: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რუსული ენის გამოყენებისთვის, 3 400 გრივნით დააჯარიმებენ
  • აჭარის ტელევიზია·17:54
    ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას მიიღებს
უკრაინისპოლონეთისრუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·19:35

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე - სალომე ზურაბიშვილი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე - სალომე ზურაბიშვილი
GHN·19:19

არ ვიცოდი, რომ 2022 წელს რუსული ჯარები ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე შეტევას დაიწყებდნენ - ალექსანდრ ლუკაშენკა

არ ვიცოდი, რომ 2022 წელს რუსული ჯარები ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე შეტევას დაიწყებდნენ - ალექსანდრ ლუკაშენკა
GHN·18:58

სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ევროკავშირი ძლიერ გუნდს გაგზავნის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ევროკავშირი ძლიერ გუნდს გაგზავნის - ურსულა ფონ დერ ლაიენი
GHN·18:56

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.