ორიგინალი
ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია დაამტკიცა
GHN·15:34

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია დაამტკიცა

26 ნოემბერი, 2026 · 15:34

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.

ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს. მოითხოვს როგორც მათი, ისე ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებაზე, ასევე, უზრუნველყოს ოჯახთან მისი რეგულარული კონტაქტი. ასევე, მოითხოვს ბურჭულაძისთვის შეუფერხებელი საკონსულო წვდომის უფლების სრულ პატივისცემას“.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციური ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო შევიწროება, უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება“.

ასევე, ევროპარლამენტარები „დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ“.

ევროპარლამენტი აღნიშნული რეზოლუციით „კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი სახის პროგრესისთვის აუცილებელია“.

ევროპარლამენტარები „სინანულს გამოთქვამენ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ შეძლეს“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია დაამტკიცა

თემა: საკითხი

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • იმედი·14:41
    პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით
  • რუსთავი 2·14:38
    პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო მიზნის მიღწევამდე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციამდე, ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხზე
  • ტვ პირველი·12:55
    ზურაბიშვილი: ეკლესიის მოთმინების ფიალა აივსო, ხმა ამოიღო, რეჟიმმა ეს საფრთხედ აღიქვა და ამიტომ გადაუგდო (სუროგაციის საკითხი)
  • აჭარის ტელევიზია·12:11
    ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
საკითხიევროპარლამენტში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·17:13

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
GHN·17:08

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება - კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება - კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე
GHN·17:01

პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას - ლევან მახაშვილი

პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას - ლევან მახაშვილი
GHN·16:34

უკრაინის ცაში საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება ნატო-ს ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა - რუმინეთის პრეზიდენტი

უკრაინის ცაში საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება ნატო-ს ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა - რუმინეთის პრეზიდენტი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.