ორიგინალი
პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აიპრესი·21:30

პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

26 ნოემბერი, 2026 · 21:30

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ შეხვედრა გამართეს ა(ა)იპ „კამერტონის“ წარმომადგენლებთან, რომელიც ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაკვეთით ახორციელებს პროექტს - „თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგი“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და ორგანიზაციასთან, რომელთა საქმიანობა უკავშირდება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებას, მის შესრულებაზე ზედამხედველობას და/ან აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას.

პარლამენტში გამართული შეხვედრის მიზანი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების, შესაძლო დარღვევების, დარღვევებზე რეაგირების მექანიზმებისა და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების უფლებამოსილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობაა.

როგორც აღინიშნა, მონიტორინგი საქართველოს 26 ქალაქში ჩატარდა. შეხვედრისას მიღწეულ პროგრესზე, გამოვლენილ დარღვევებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) გადაეცემა, რომელიც ამ რეკომენდაციებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს წარუდგენს ნორმატიულ აქტში ცვლილებების გასათვალისწინებლად.

შეხვედრისას სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„თამბაქოს მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახთან ერთად ამ საკითხში ჩართულები უნდა იყვნენ სკოლა, პირველადი ჯანდაცვისა და სკოლის ექიმები, ყველა საინფორმაციო სამსახური, რომელსაც სოციალური რეკლამის სახით უნდა ჰქონდეს გამოყოფილი დრო თამბაქოს მავნებლობაზე. მთავარი გამოწვევა თანამედროვე, ახალი, შენიღბული მოსაწევი საშუალებებია, რომლებიც უდიდეს საფრთხეს უქმნიან ახალგაზრდებს. ჩვენი მიზანია ავამაღლოთ ახალგაზრდების ცნობიერება, რათა მათ იცოდნენ, რამდენად მავნებელია თამბაქოს მოხმარება“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თემა: შეხვედრაზე

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·00:05
    კოტე კემულარია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე - თავშივე ტოქსიკური გახდა, ორივე მხარე უკმაყოფილოა, გაოგნებულია, გაბრაზებულია და შეურაცხყოფებზეა გადასული - პერსპექტივას, რომ შეხვედრები გაგრძელდება უახლოეს მომავალში, ვერ ვხედავ
  • ფორმულა·00:02
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • რუსთავი 2·23:57
    მინსკის შეხვედრა და პოლიტიკური შეფასებები - რატომ არის საქართველოს მთავრობისთვის აბსურდული მოსკოვის სანქციები და როგორ ცდილობს კრემლი ისეთი თემების წამოწევას, რომელიც რეალურად ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება
  • ტვ პირველი·23:40
    „ადამიანი მაგდა ანიკაშვილთან ვერ ლაპარაკობდა და გალუზინს უსვამ სასაუბროდ" - სიჭინავა მინსკში გამართულ შეხვედრას „კატასტროფას“ უწოდებს
შეხვედრაზეპარლამენტის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·00:55

27 ნოემბრიდან 40 დღიანი საშობაო მარხვა იწყება

27 ნოემბრიდან 40 დღიანი საშობაო მარხვა იწყება
აიპრესი·00:26

საქართველომ ათენში საბერძნეთი დაამარცხა (ვიდეო)

საქართველომ ათენში საბერძნეთი დაამარცხა (ვიდეო)
აიპრესი·23:39

27 ნოემბერს სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ

27 ნოემბერს სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ
აიპრესი·23:38

„იბერია 1999-მა“ „ხეტაფე“ დაამარცხა და საპლეიოფე ზონაში შევიდა.

„იბერია 1999-მა“ „ხეტაფე“ დაამარცხა და საპლეიოფე ზონაში შევიდა.
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.