ორიგინალი
თურქ გულშემატკივარზე ათჯერ უარესად იქცეოდნენ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები - ირაკლი კობახიძე
GHN·22:44

თურქ გულშემატკივარზე ათჯერ უარესად იქცეოდნენ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები - ირაკლი კობახიძე

28 ნოემბერი, 2026 · 22:44

გავიხსენოთ რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ბათუმში და მე მინდა შეგახსენოთ, რომ როგორც იქცეოდა იქ მოძალადე თურქი გულშემატკივარი, ამაზე ათჯერ უარესად იქცეოდნენ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გულმხურვალე მხარდაჭერა იყო რადიკალური ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მხრიდან ყველა თავდასხმაზე პოლიციელების წინააღმდეგ.

„რაც შეეხება მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას: პირველ რიგში, აქციებზე როცა არის საუბარი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ბათუმში. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ როგორც იქცეოდა იქ მოძალადე თურქი გულშემატკივარი, ამაზე ათჯერ უარესად იქცეოდნენ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები. მაგრამ ამაზე არ მოგვისმენია ჩვენ ანალოგიური შეფასებები. პირიქით, გულმხურვალე მხარდაჭერას ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მხრიდან ყველა თავდასხმაზე პოლიციელების წინააღმდეგ. კამპანიას აფინანსებდა პირდაპირ, მათ შორის ევროკავშირი — EED, ევროპული ფონდი — „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილიო“. პოლიციელების დაწვას უჭერდნენ მხარს! და არც ერთი პოლიტიკური პარტიისგან, პოლიტიკური აქტივისტისგან რადიკალური ოპოზიციიდან, არც ერთი მათი მედიასაშუალებებისგან, არათუ დაგმობა არ მოგვისმენია ამ ყველაფრის, პირიქით, გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს პოლიციელების დაწვის მცდელობას, თავდასხმებს — რამდენი პოლიციელი დაზარალდა! ათჯერ და ასჯერ მეტი ხარისხის იყო თავდასხმები პოლიციაზე, მაგრამ არავისგან ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია ასეთი პოზიცია,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში.

„რაც შეეხება პოლიციის მოქმედებებს: როგორც მოქმედებდა ბათუმში ღირსეულად პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა მაშინაც გახსოვთ სამარცხვინო, მიკერძოებული განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ. იყო გადაცდომები, რასთან დაკავშირებითაც მთელ რიგ შემთხვევებში, ყველაში არა, სამწუხაროდ, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში დადგა კიდეც განაჩენი.სადაც იყო ფაქტები ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, იქ დადგა განაჩენი. რაც შეეხება პოზიციას: პოზიცია უნდა გქონდეთ ღირსეული და სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა ამოდიოდეთ, და პოლიციას ყველგან უნდა იცავდეთ — მარტო იქ კი არა, როდესაც თურქი მოძალადე გულშემატკივარი ესხმის თავს პოლიციას; როცა ქართველი რადიკალი ოპოზიციონერი აქტივისტი ესხმის თავს, თან ათჯერ მეტი ხარისხით, პოლიციას, იქაც უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია.

ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში იყო გადაცდომები და დანაშაულებრივი გადაცდომებიც და სასჯელი დადგა მთელ რიგ შემთხვევებში, მაგრამ მთლიანობაში პოლიცია მოქმედებდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით,“- განაცხადა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. თურქ გულშემატკივარზე ათჯერ უარესად იქცეოდნენ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები - ირაკლი კობახიძე

თემა: კობახიძე

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ტვ პირველი·23:45
    „კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“ - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს
  • იმედი·23:21
    ირაკლი კობახიძე: სამი მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ
  • რუსთავი 2·23:04
    ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონკრეტული სამთავრობო შემადგენლობის პირობებში და სამთავრობო ხელმძღვანელობის პირობებში გაჩნდა კორუფციის სისტემური პრობლემა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ეს არ იყო 12 წელი
  • კვირა·22:53
    ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·00:14

კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
GHN·23:59

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
GHN·23:21

ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე - თამარ ჩერგოლეიშვილი

ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე - თამარ ჩერგოლეიშვილი
GHN·23:00

ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას - ნიკა გვარამია

ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას - ნიკა გვარამია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.