ორიგინალი
ცნობილი გამონათქვამი არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი - ირაკლი კობახიძე
GHN·22:02

ცნობილი გამონათქვამი არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი - ირაკლი კობახიძე

28 ნოემბერი, 2026 · 22:02

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი — ესეც თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მე მგონი არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ესეც იმ გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.

„ამას არსებითი მნიშვნელობა კი არა აქვს, მაგრამ 20 % მოგვყვება ჩვენ წლებია, და ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ვინ ჩივის 20%-ს და 18%-ს შორის განსხვავებას — ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში. ეს მძიმე მემკვიდრეობაა.

რაც შეეხება იმას, გაფართოვდა თუ არა ტერიტორიული ინტერვენცია, ოკუპაცია — რეალურად გვაქვს ასეთი ვითარება: არსებითად მიჰყვება ეს მავთულხლართები და ე.წ. საზღვარი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, ძველი რუკით ახორციელებენ, ასე ვთქვათ, მავთულხლართების გავლებას, და, სამწუხაროდ, გვაქვს ერთი მონაკვეთი — ეს არის სწორედ ჩორჩანის მონაკვეთი, სადაც კილომეტრებით არიან შემოწეული ჩვენს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მიღმა. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა. ძალიან რთული ვითარებაა, ესეც არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. აქაც მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი პოზიციები, თუმცა მემკვიდრეობა არის ძალიან მძიმე,“- განაცხადა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ცნობილი გამონათქვამი არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი - ირაკლი კობახიძე

თემა: კობახიძე

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ტვ პირველი·23:45
    „კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“ - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს
  • იმედი·23:21
    ირაკლი კობახიძე: სამი მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ
  • რუსთავი 2·23:04
    ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონკრეტული სამთავრობო შემადგენლობის პირობებში და სამთავრობო ხელმძღვანელობის პირობებში გაჩნდა კორუფციის სისტემური პრობლემა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ეს არ იყო 12 წელი
  • კვირა·22:53
    ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·00:14

კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
GHN·23:59

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
GHN·23:21

ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე - თამარ ჩერგოლეიშვილი

ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე - თამარ ჩერგოლეიშვილი
GHN·23:00

ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას - ნიკა გვარამია

ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას - ნიკა გვარამია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.