მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

იმედი|imedinews.ge

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 488.2 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ივლისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდაBM.GE
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინატვ პირველი
დოლარი →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით.  თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები!

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

ფერმერები წელსაც სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან

ფერმერები წელსაც სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან

იმედი

მსოფლიო ოკეანის ზედაპირის დღე-ღამის საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა

მსოფლიო ოკეანის ზედაპირის დღე-ღამის საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა

იმედი