მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს
2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს

2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში მიმდინარე ინტერპოლის 53-ე ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე, წევრი ქვეყნების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგად, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მომდევნო - 54-ე რეგიონული კონფერენცია 2027 წელს საქართველოში გაიმართება.

აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ეფექტიან და წარმატებულ თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, ასევე საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით ქვეყნის მზარდ როლსა და ნდობას.

კონფერენციას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი გიორგი ბოლოთაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე შალვა შუბლაძე.

კენჭისყრამდე, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების, საერთაშორისო ოპერაციებში წარმატებული თანამშრომლობისა და სამართალდამცავი სისტემის თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ.

2027 წელს საქართველოში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრებიან ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე ევროპის რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები. საქართველოს მიერ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიების მასპინძლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართალდაცვით სფეროში პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი