მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 4 ოქტომბრის საქმეზე დანაშაული კიდევ ექვსმა ბრალდებულმა აღიარა - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
4 ოქტომბრის საქმეზე დანაშაული კიდევ ექვსმა ბრალდებულმა აღიარა - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

4 ოქტომბრის საქმეზე დანაშაული კიდევ ექვსმა ბრალდებულმა აღიარა - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

4 ოქტომბრის საქმეზე დანაშაული კიდევ ექვსმა ბრალდებულმა აღიარა.

დანაშაულის აღიარების შემდეგ, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

გიორგი ქორქიამ, გიორგი რურუამ, ხვიჩა გოგოხიამ, ლევან ჯიქიამ, ლაშა ივანაძემ და სერგო მეგრელიშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, კერძოდ, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფურ ძალადობაში და ასევე მცდელობა ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ექვსივე ბრალდებული სამწლიანი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდება და ამ საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ექვსივე ბრალდებულისგან პირადად მოისმინა, რომ ისინი საკუთარი ნებით და სურვილით აღიარებენ ბრალს და წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ.

აღნიშნულის შედეგად, ექვსივე პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და საქმეს სხვა მოსამართლე უახლოეს დღეებში განიხილავს. საქმეზე მსჯელობის შემდეგ, ექვსივე ბრალდებული სასამართლო სხდომიდან გათავისუფლდება.

4 ოქტომბრის საქმეზე, საერთო ჯამში, დანაშაული 21-მა ბრალდებულმა აღიარა. 8 ბრალდებული კი დანაშაულს არ აღიარებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →ბრალდებულს →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ