პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას „ბუპრენორფინს“, რომელიც 2026 წლის იანვარში თანხის სანაცვლოდ ორ ეტაპად გაასაღა.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვისთვის ნასამართლევი პირის მიერ) და 260 ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
