ორიგინალი
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომეხ კოლეგას სრბუჰი გალიანს შეხვდა
იმედი·16:27

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომეხ კოლეგას სრბუჰი გალიანს შეხვდა

26 ნოემბერი, 2026 · 16:27

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომეხ კოლეგას სრბუჰი გალიანს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პაატა სალიამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება და უნიკალური შესაძლებლობაა არამხოლოდ იუსტიციის სფეროში არსებული აქტუალური საკითხებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

„ჩვენს უწყებებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წლევანდელმა ფორუმმა წარმოაჩინა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო ინსტიტუციური და პროფესიული კავშირები, რაც ღონისძიებაზე წარმოდგენილ თემატურ სესიებზეც ნათლად გამოჩნდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მკაფიო სამომავლო პერსპექტივები არსებობს, რომლებიც გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ეფუძნება და მომავალში კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ შედეგს მოიტანს“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გააფართოოს თანამშრომლობა სომხეთთან ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის, აგრეთვე პენიტენციური რეფორმების კუთხით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მორიგეობით მასპინძლობენ. მხარეები თემატური სესიების ფარგლებში მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომეხ კოლეგას სრბუჰი გალიანს შეხვდა

თემა: მინისტრი

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • ფორმულა·00:46
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • რუსთავი 2·00:28
    თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო, სადაც სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩადო
  • რადიო თავისუფლება·21:57
    უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი
  • პუბლიკა·19:48
    მაია მწარიაშვილი: შს მინისტრმა დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე
მინისტრიპაატა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·01:38

მედია: გერმანულმა თავდაცვითმა კონცერნმა Rheinmetall-მა შესაძლოა, უკრაინაში საარტილერიო ჭურვების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაზე უარი თქვას

მედია: გერმანულმა თავდაცვითმა კონცერნმა Rheinmetall-მა შესაძლოა, უკრაინაში საარტილერიო ჭურვების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაზე უარი თქვას
იმედი·01:27

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: საფრანგეთი რეცესიაში აღმოჩნდა - ივლისი-სექტემბრის პერიოდში ევროპის სიდიდით მესამე ეკონომიკა 0.2%-ით შემცირდა

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: საფრანგეთი რეცესიაში აღმოჩნდა - ივლისი-სექტემბრის პერიოდში ევროპის სიდიდით მესამე ეკონომიკა 0.2%-ით შემცირდა
იმედი·23:57

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროსთან ოპერაცია ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე ჩატარდა

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროსთან ოპერაცია ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე ჩატარდა
იმედი·22:45

იტალიური მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯია მელონის ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ლიბიაში რუსულ გემზე განხორციელებული ოპერაციის შესახებ რომი წინასწარ არ გააფრთხილეს

იტალიური მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯია მელონის ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ლიბიაში რუსულ გემზე განხორციელებული ოპერაციის შესახებ რომი წინასწარ არ გააფრთხილეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.