იტალიური მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯია მელონის ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ლიბიაში რუსულ გემზე განხორციელებული ოპერაციის შესახებ რომი წინასწარ არ გააფრთხილეს
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც უკრაინის ლიდერმა იტალიის მთავრობის მეთაურს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Foglio იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს იტალია ლიბიაში რუსული გემის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებია.
სატელეფონო საუბრისას ჯორჯია მელონიმ ზელენსკის შექმნილი ვითარების სირთულე განუმარტა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომავალში მსგავს საკითხებზე კოორდინაცია იარსებებს და უკრაინული სპეცსამსახურები საკუთარი ოპერაციების შესახებ უფრო მეტ დეტალს წინასწარ მიაწვდიან.
Il Foglio-ს ცნობით, მელონი და ზელენსკი შეთანხმდნენ იმაზეც, თუ რა ფორმით უნდა წარიმართოს მსგავსი კომუნიკაცია. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ აუხსნა უკრაინელ კოლეგას, თუ რატომ არის ეს კოორდინაცია იტალიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რასაც უკრაინული მხარე სრულად დაეთანხმა.
