ორიგინალი
ნინო წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები - ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას
იმედი·18:25

26 ნოემბერი, 2026 · 18:25

ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოდიან და სააკაშვილს თუ გადატრიალების მცდელობაში მონაწილე დამნაშავეებს, პოლიტპატიმრებად აცხადებენ, არ იქნებიან შორს სწორედ ასეთი დაფინანსებებისგან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რომელმაც USAID-ის მიერ გასაჯაროებულ ფაილებზე გააკეთა კომენტარი. მან ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციაც შეაფასა.

მისივე თქმით, USAID-ის მიერ გასაჯაროებული ფაილები პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები და სხვადასხვა პოლიტიკოსი საქართველოს წინააღმდეგ სწორედ ასაეთ მეთოდებს იყენებდნენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენდა სამწუხაროდ, 4 ოქტომბრის გადატრიალების თუ ნებისმიერი სხვა გადატრიალებისა თუ არეულობის სცენარების უკან დგას სწორედ ევროპული ბიუროკრატიის ის ნაწილი, რომელმაც, მაგალითად, დღეს ევროპარლამენტში მიიღო რეზოლუცია, სადაც სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები. ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ ხელს აწერენ, რომ 4 ოქტომბრის გადატრიალების შემოქმედნი არიან. აქამდე ჩვენ გვერდს ვუვლიდით და რბილად ვამბობდით, რომ დაგმონ 4 ოქტომბერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი კავშირი 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებთან აშკარა იქნება, თუმცა ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას.

ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოდიან და სააკაშვილს თუ გადატრიალების მცდელობაში მონაწილე დამნაშავეებს პოლიტპატიმრებად აცხადებენ, არ იქნებიან შორს სწორედ ასეთი დაფინანსებებისგან. შესაძლოა ჩვენ ახლა ამ ფაილებში კონკრეტული გვარები ვერ აღმოვაჩინეთ, მაგრამ, მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ ჰოლივუდის არაერთი ცნობილი მსახიობი ვიცით, რომელთაც სწორედ USAID-ი უხდიდა თანხას, რათა ჩასულიყვნენ უკრაინაში, კიევში და ეს ერთიანი კამპანიის ნაწილი გამხდარიყო“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს.

გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის კომუნიკაციას ასახავს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები - ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას

თემა: ევროპარლამენტმა

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ამბები.ge·18:43
    ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა და ახალი მოთხოვნა დაემატა - რა წერია დოკუმენტში?
  • ტვ პირველი·18:30
    ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ზურაბაშვილმა ჰერჩინსკისგან განმარტებები მოითხოვა
  • ნეტგაზეთი·18:23
    ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
  • რადიო თავისუფლება·18:21
    ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში ესაუბრნენ
ევროპარლამენტმარეზოლუცია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·18:53

პოლონელი ევროპარლამენტარი: არ მესმის, როგორ შეიძლება უკრაინისთვის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში აღჭურვილობისა და ფულის გადაცემის, უზარმაზარი რაოდენობის ლტოლვილების მიღებისა და მათთვის უმეტესწილად უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფის შემდეგ, კვლავ „ბანკომატის“ როლი შევასრულოთ და ყველაფერს დავთანხმდეთ ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე

იმედი·18:47

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს
იმედი·18:38

უკრაინაში 250 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს

უკრაინაში 250 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს
იმედი·18:35

ჩეხეთის პრემიერი: კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, პირდაპირ თუ ირიბად, 520 მილიარდი ევრო მიიღო, ბატონმა ზელენსკიმ კი 90 მილიარდი ევრო მიიღო, სავარაუდოდ, 2026 და 2027 წლებისთვის - ახლა მას კიდევ 70 მილიარდი ევრო სჭირდება, ამიტომ მინდა ვიკითხო, რა არის მიზანი? ვაპირებთ, რომ ყოველწლიურად 135 მილიარდი ევრო გადავუხადოთ უკრაინას? და როდემდე? რამდენი წელი?

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.