ორიგინალი
ტერესა მორეირა: საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა
იმედი·09:59

ტერესა მორეირა: საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა

27 ნოემბერი, 2026 · 09:59

საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, განსაკუთრებით 2019-2020 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, - ამის შესახებ კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტერესა მორეირამ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, 2022 წლიდან კონკურენციის პოლიტიკასთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების დამატებამ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფრო აქტიური მოქმედების შესაძლებლობა მისცა.

„სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევების, სხვადასხვა სექტორში განხორციელებული შერწყმების შეფასებისა და მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა მიუთითებს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობა შედეგიანია. ამასთან, მომხმარებელთა მიმართვიანობის ზრდა ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების კუთხით გაწეული საქმიანობის ეფექტიანობაზეც მეტყველებს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ ქსელებში აქტიურ მონაწილეობას აქვს. საქართველომ უკვე დანერგა არაერთი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა. მათ შორის, მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სურსათის ბაზრების შესწავლა, ასევე საერთაშორისო კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა“, - აღნიშნა ტერესა მორეირამ.

საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით, საქართველო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის ღიაა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებით დაინტერესებულია.

ცნობისთვის, ტერესა მორეირა საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტერესა მორეირა: საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·00:12
    როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ
  • ალია·23:40
    “როცა საქმე რუსეთს ეხებოდა, ხელებს რომ იტყავებდნენ წერით, სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო, ხომ ხედავთ რომ არ იმიჯნება?!” – გიორგი კობერიძე
  • ინტერპრესნიუსი·21:55
    გია ხუხაშვილი - გერმანული გუნდის თამაშზე იგივე რომ მომხდარიყო, თქვენი აზრით, რა განცხადებას გააკეთებდა პაპუაშვილი? გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, თურქეთს კი წაუყრუეს, ასევე იქცევიან რუსეთთანაც - ეს არის „ოცნების“ მხდალი და უღირსი პოლიტიკა
  • რუსთავი 2·20:19
    პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
პოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·10:37

Financial Times: აშშ-ის სამხედროებმა ბრიტანეთის ავიაბაზაზე ექვსამდე დრონი მოიგერიეს

Financial Times: აშშ-ის სამხედროებმა ბრიტანეთის ავიაბაზაზე ექვსამდე დრონი მოიგერიეს
იმედი·10:12

ნანა კაკაბაძე: ისტორიული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ქართველების მიერ არეული ქვეყნის დალაგების მსურველი გარე ძალები ბლომად გამოჩნდებიან და თავისი ინტერესების შესაბამისად ისევ ფსევდო პატრიოტი ქართველების ხელით, სათავისოდ დაილაგებენ ჩვენ არეულ ქვეყანას

ნანა კაკაბაძე: ისტორიული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ქართველების მიერ არეული ქვეყნის დალაგების მსურველი გარე ძალები ბლომად გამოჩნდებიან და თავისი ინტერესების შესაბამისად ისევ ფსევდო პატრიოტი ქართველების ხელით, სათავისოდ დაილაგებენ ჩვენ არეულ ქვეყანას
იმედი·10:10

აშშ-ის ძალებმა ომანის ყურეში ირანის საზღვაო ბლოკადის დარღვევის მცდელობისას კომერციული გემი შეაჩერეს

აშშ-ის ძალებმა ომანის ყურეში ირანის საზღვაო ბლოკადის დარღვევის მცდელობისას კომერციული გემი შეაჩერეს
იმედი·09:38

გერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს 139,4 მილიარდ ევრომდე გაზრდის - ეს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იქნება

გერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს 139,4 მილიარდ ევრომდე გაზრდის - ეს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იქნება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.