ლაშა ფარულავა: საზოგადოებას სჭირდება პასუხი დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლების საკითხზე, რა სამართლებრივი არგუმენტით მიიღეს ეს გადაწყვეტილება
ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბერ-შევას“ მატჩი ივანიშვილის რეჟიმის უნარისა და სახელმწიფო პასუხისმგებლობის გამოცდა იყო, რომელიც ანტიქართულმა ოცნებამ ვერ ჩააბარა, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა.
„საზოგადოებას ასევე სჭირდება პასუხი დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლების საკითხზე, რა სამართლებრივი არგუმენტით მიიღეს ეს გადაწყვეტილება?
ეს არის ორმაგი სტანდარტი და სახელმწიფო მართვის სრული კრახი.
საქართველო უკეთესს იმსახურებს!
28 ნოემბერს დავდგეთ ერთად“, - წერს ფარულავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
