დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით რადიკალების პოზიციაზე: საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რომ ერთიანდებიან და არა ქვეყნის დასაცავად, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა ოკუპანტს. ეს მათი სახეა
საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რომ ერთიანდებიან და არა ქვეყნის დასაცავად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიციას.
მისი თქმით, რადიკალებმა ამჯერადაც საკუთარი სახე აჩვენეს.
„საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რომ ერთიანდებიან და არა ქვეყნის დასაცავად, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა ოკუპანტს. ასე რომ, აქ რომ ამ კონკრეტულ მოცემულობაში ანტიქართული პოზიცია დაიკავეს, ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის. ეს მათი სახეა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ბათუმში მომხდარი დაპირისპირება ოპოზიციამ საკუთარ დღის წესრიგს მოარგო. რადიკალებმა სოციალურ ქსელში გზავნილები გამოაქვეყნეს, საბოლოოდ კი ეს ფაქტი საკუთარი აქციის დასაანონსებლად გამოიყენეს.
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 26 ნოემბერს მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს 16 ადამიანი, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი.
